ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად, ამერიკელთა საყვარელი ქალების სიაში ჰილარი კლინტონი პირველ ადგილს აღარ იკავებს. Gallup-ის 2018 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ეს ტიტული მიშელ ობამას ერგო.

ყოველწლიური გამოკითხვაში ამერიკელები ფავორიტ კაცსა და ქალს ირჩევენ. წელს სიაში ობამები ლიდერობენ.

ყოფილ პირველ ლედის გამოკითხულთა შორის 15% ერგო. მეორე ადგილზეა ტელეწამყვანი ოპრა უინფრი.

ამერიკელების საყვარელი ქალების ათეული

  1. მიშელ ობამა — 15%;
  2. ოპრა უინფრი — 5%;
  3. ჰილარი კლინტონი — 4%;
  4. მელანია ტრამპი — 4% ;
  5. დედოფალი ელიზაბეტი — 2%;
  6. ანგელა მერკელი — 2%;
  7. რუთ ბეიდერ გინსბურგი — 2%;
  8. ელენ დეჯენერესი — 2%;
  9. ნიკი ჰეილი — 1%;
  10. მალალა იუსაფზაი — 1%.

ამერიკელების საყვარელი კაცების ათეული

  1. ბარაკ ობამა — 19%;
  2. ჯორჯ ბუში უფროსი — 13%;
  3. პაპი ფრანცისკე — 2%;
  4. ბილ გეითსი — 1%;
  5. ბერნი სანდერსი — 1%;
  6. ბილ კლინტონი — 1%;
  7. დალაი ლამა — 1%;
  8. ჯო ბაიდენი — 1%;
  9. ილონ მასკი — 1%;
  10. მაიკ პენსი — 1%.