საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური არ პასუხობს კითხვას, რამდენია მისი პენსია საფრანგეთში. ამ საკითხზე On.ge-ს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მონაცემები 2019 წლის დეკლარაციაში აისახება.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 11 იანვარს ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის საპრეზიდენტო ხელფასს კერძო ფონდში გადარიცხავს, რომელსაც თავად შექმნის. მან თქვა, რომ თავად საფრანგეთის პენსიას აიღებს.

ამავე თემაზე: