სადაც უნდა გაიხედო, რომელ ფილმშიც უნდა შეიჭყიტო - ბრედ პიტი ყველგან ჭამს. ის ჭამს ლამაზად, ეშხიანად, მადისაღმძვრელად და თანაც ისე, რომ ყოველი ლუკმის მერე კიდევ უფრო მშვენდება.

ის პირში იყრის თავისი მაგიდიდან აღებულ რაღაცას

ის ჭამს და თან ჯონა ჰილს უთვალთვალებს

ის პირში იყრის სხვისი მაგიდიდან აღებულ რაღაცას

ის ჭამას აპირებდა

ის ცუდ ფილმებშიც ჭამს

და მაშინაც, როცა გვერდიდან უღებენ

ის ჩანგლით ჭამს

ის ჭამს, როცა უყურებენ

ის ჭამს მაშინაც, როცა სანთლები ანთია

ის მაშინაც ჭამს, როდესაც მის გარშემო არავინ ჭამს

მას ერთდროულად შეუძლია ჭამა და სხვა საქმის კეთება

ფრთხილად - თქვენს ზურგსუკან ბრედ პიტი ჭამს

მან ჯორჯ კლუნიც აიძულა, ეჭამა

ის უყურებს ფოტოს, რომელზეც ბრედ პიტი ჭამს

ის ჭამს, როცა სხვა ლაპარაკობს

მას აჭმევენ

ის ჩიფსებს ჭამს

ის მარილს აყრის საჭმელს

ის ჭამის მერე პირს იწმენდს

ის ღეჭავს

ის ჩუპაჩუპსაც ჭამს

ის ჭამს და ლაპარაკობს

ის ჭამს იპოდრომზე

ის ჭამს პირველივე სცენაში

ის ჭამს ბოლო სცენაში

ის კოვზს ლოკავს

ის ჭამს და ზემოთ იყურება

ის მაშინაც ჭამს, როდესაც ჭამა არ შეუძლია

ის ჭამს მაშინაც, როცა ერთი ძმა ომში მოუკვდება, მეორე ძმა კი პირველი ძმის საცოლეს ეკურკურება, თვითონ კი ამ ქალს იმას უშვება

ის მაშინაც ჭამს, როდესაც მის სხეულზე ერთადერთი მოწყვლადი ადგილია და ამის შესახებ ჯერ არავინ იცის

ის სიბერეშიც ჭამს

ის ჭამს სამშობლოს საზღვრებს გარეთაც

ის მაშინაც ჭამს, როდესაც კადრში თითქმის არ ჩანს, ამიტომ სიტყვაზე უინდა მენდოთ, რომ ის, ვინც ჭამს, ნამდვილად ისაა

ის რაღაცას ლოღნის

ის ხმელა პურს ლოღნის

ის ჭამს მაშინაც, როცა ლეონარდო დიკაპიროს დანა პირს არ უხსნის

ის საკუთარ თითებს ჭამს

ის ომმა შეჭამა, მაგრამ თავისი წილი თვითონაც ჭამა

მან შეიძლება ცოლის მომზადებული არ ჭამოს, მაგრამ ცოლის გადაღებულ ფილმში აუცილებლად შეჭამს

ის ჭამს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ კასაბლანკაშიც, თუმცა სულაც არაა ჰამფრი ბოგარტი