მას შემდეგ, რაც შანელის ბოლო ჩვენება ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გერმანელმა ხელოვანმა და Chanel-ის კრეატიულმა დირექტორმა, კარლ ლაგერფილდმა, თავისი სახელობის ბრენდის ახალი კონტრიბუტორი წარადგინა. ეს პატივი ფრანგული ვოგის ყოფილ მთავარ რედაქტორს, კარინ როიტფელდს ერგო.

ახალი სტატუსით პარტნიორობას წყვილი ოფიციალურად სექტემბრიდან დაიწყებს, როცა გამოვა მათი ახალი საერთო ხაზი, სახელწოდებით "კორექტირებულია კარინ როიტფელდის" მიერ. კოლექციაში შევა კარლ ლაგერფილდის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან რამდენიმე ნიმუშიც.

"როიტფელდმა იცის, რაც სურს. მას აქვს ხედვა და ის თავის ხედვას ზუსტად აყალიბებს. [კარინი] სწორედ ისაა, ვინც ჩანს და ზუსტად ემთხვევა თავის იმიჯს. ის სრულყოფილად ეწყობა ბრენდს KL [Karl Lagerfeld]", - წერს ლაგერფილდი ახალ განცხადებაში.

ცვლილებას გამოეხმაურა კარინიც. "საოცნებო წყვილი", - დაწერა მან ინსტაგრამზე.

View this post on Instagram

Dream match 🖤 @karllagerfeld

A post shared by Carine Roitfeld (@carineroitfeld) on

ლაგერფილდი და როიტფელდის კოლაბორაცია წარსულშიც შედგა. მათი ერთ-ერთი საერთო პროექტი იყო შანელის კლასიკის გაცოცხლება "პატარა შავი ჟაკეტი".