არიანა გრანდესთან დაშორების შემდეგ, კომიკოსმა პიტ დევიდსონმა მსოფლიო დეპრესიული პოსტებით რამდენჯერმე შეაშფოთა. თუმცა, მედიის ყურადღება მალევე ახალმა თემამ მიიპყრო.

როგორც უცხოური პრესა წერს, პიტ დევიდსონი 7 იანვარს, ოქროს გლობუსის დასრულების შემდეგ ბრიტანელ მსახიობთან, ქეით ბეკინსეილთან ერთად შენიშნეს, თუმცა ისტორიას განვითარება აღარ მოჰყოლია, რადგან თებერვლამდე ისინი ერთად აღარ გამოჩენილან.

2 თებერვალს კი, სავარაუდო წყვილმა კომედიური შოუს შენობა ხელიხელჩაკიდებულმა დატოვა. ისინი ტაქსით წავიდნენ პიტის სასტუმრომდე.

ბეკინსეილსა და დევიდსონს ურთიერთობა ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, თუმცა, მსოფლიო ბედნიერი იქნება, თუ შოუ-ბიზნესს 2019 წელს კიდევ ერთი ლამაზი წყვილი შეემატება.