იტალიის პატარა ქალაქი საცხოვრებლად ჩასულებს $10 ათასს სთავაზობს
დღეს იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქზე, ლოკანაზე მოგიყვებით, რომელმაც ჩვენი ყურადღება თავისი საკმაოდ საინტერესო შეთავაზებით მიიქცია.
თავდაპირველად გეტყვით, რომ ქალაქს ჯერ კიდევ 1900 წელს 7 ათასამდე მოქალაქე ჰყავდა. დროთა განმავლობაში კი ამ მაღალმთიან რეგიონში არსებული სხვა დასახლებების მსგავსად, მაცხოვრებლების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო და დღეს მხოლოდ და მხოლოდ 1500 ადამიანს ითვლის.
სწორედ ქალაქის დაცარიელების რეალური საფრთხეა მთავარი მიზეზი იმისა, რომ იქ გადაცხოვრებასა და შთამომავლობის გაჩენის სანაცვლოდ, ადამიანებს ადგილობრივი ხელისუფლება საკმაოდ სოლიდურ თანხას სთავაზობს.
ქალაქის მერის თქმით, იყო დრო, როდესაც მის ქალაქში 7 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. ლოკანა დღეს უკაცრიელ ადგილად ქცევის რეალური საფრთხის წინაშე დგას. უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და სამსახურის გამო, მოქალაქეები წლებია ტოვებენ ქალაქს.
მერის თქმით, თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, ლოკანაში მართლაც მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა, რადგან ყოველწლიურად იქ დაახლოებით 10 ბავშვი იბადება, მაგრამ 40 ადამიანი კვდება.
"ჩვენ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ადამიანებს ვეძებთ, რომლებსაც აქ გადაცხოვრების სანაცვლოდ, სამი წლის განმავლობაში $10 ათასს, თითოეულ ახალი დაბადებულ ბავშვზე ათას დოლარს, ხოლო მცირე ბიზნესის წამოწყების მსურველებს €2 000 გადავუხდით", - ამბობს ჯოვანი ბრუნო მატიეტი.
მსგავს თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები