სოფელ ხურვალეთში ე.წ. საზღვართან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სათვალთვალო კოშკს აშენებენ. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებულ კადრებში ჩანს კოშკი მავთულხლართებიდან სულ რამდენიმე მეტრითაა დაშორებული.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რადმენიმე სამხედრო პირი და სამხედრო მანქანებია მობილიზებული. საოკუპაციო რეჟმის წარმომადგენლებს სახე ნიღბებით აქვს დაფარული.

On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ ამოქმედდა ცხელი ხაზი. მათივე თქმით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია და ამ საკითხს დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე განიხილავენ.