უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, მომღერალი მარუვი, რომელსაც უკრაინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე უნდა წარედგინა, რუსეთში დაგეგმილი ტურნეს გამო მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

მომღერალმა განაცხადა, რომ კონკურსის გამო მზად იყო, ტურნე გაეუქმებინა. თუმცა, ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ის ქვეყნის სახელით კონკურსზე არ გავიდოდა.

უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამბობენ, რომ საზოგადოების ორად გახლეჩის საფრთხე დაინახეს. შესაბამისად, ხალხის აზრის გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს, რომ კონკურსზე ქვეყანას სხვა მომღერალი წარადგენს.