ეს პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას — აჭარის ტელევიზიის განცხადება კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე
მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აჭარის ტელევიზია გამოეხმაურა მრჩეველთა საბჭოს წევრების მოთხოვნას ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შესახებ. მათი განცხადებით, მიმდინარე პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ იგი აუდიტორიას აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. ორგანიზაციამ შეძლო შეექმნა პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლობა", — წერია ტელევიზიის გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, საბჭომ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილერადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება.
კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნა
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა. მათ შორისაა ირაკლი დარცმელიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში. იმპიჩმენტის მოთხოვნის წარდგენას ხმათა 1/3-ის ანუ საბჭოს ორი წევრის განცხადება სჭირდება. იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად კი ხმათა უმრავლესობა, ანუ 3 ხმა არის საჭირო.
საბჭოს თავმჯდომარემ ნატა იმედაიშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ უნდობლობის გამოცხადების შესახებ განცხადება 10 აპრილს მიიღო და კაპანაძეს 11 აპრილს აცნობა. იმედაიშვილი განმარტავს, რომ მისი უფლებამოსილებაა 10 დღის განმავლობაში ჩანიშნოს სხდომა, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. მისი თქმით, 12 აპრილს საბჭო შეიკრიბება და იმ პრეტენზიებს განიხილავს, რომელიც დარმცელიძისა და ჩხარტიშვილის განცხადებაშია ასახული.
თავმჯდომარე განმარტავს, რომ საბჭოს წევრებს პრეტენზიები აქვთ პრიორიტეტების შეუსრულებლობაზე, ხელფასების პრობლემასა და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მისი თქმით, დოკუმენტს არ გაცნობია და პოზიციას ვერ დააფიქსირებს, თუმცა კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არსებული პრობლემების განხილვისას თავადაც იგივე საკითხებს ასახელებს.
კაპანაძის დირექტორობა
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.
მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი განაცხადა.
წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება".
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
კომენტარები