"ძირს დაგდებული ფართხალებს. ამასთან ბრძოლის სურვილი დამეკარგა. ეს არ არის ღირსეული მოწინააღმდეგე", — ასე შეაფასა მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის განცხადებები.

მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ის გეგმავდა და ახლაც გეგმავს გოგაშვილის განადგურებას, ოღონდ პოლიტიკურად. მისი თქმით, ის იმიტომ არკვევდა გოგაშვილის სოფელზე და მამის საფლავზე ინფორმაციას, რომ სურს მტერს კარგად იცნობდეს.

დღეს, 25 მაისს რუსთავი 2-თან ინტერვიუში გოგაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მაჩალიკაშვილებს არ შეხვედრია და პანკისის სპეცოპერაციასთან შეხება არ ჰქონია. მან განაცხადა, რომ ეს აზრი მაჩალიკაშვილებს გარეშე პირებმა დააჯერეს და იცის ვინც. მისი თქმით, ამ პირების ვინაობას გამოძიებას გაუმხელს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამტკიცებდნენ, რომ იოსებ გოგაშვილი სპეცოპერაციის ღამეს მათთან ჩავიდა და ემუქრებოდა.

"თითის ქნევით მითხრა, გახსოვს სალოსზე [ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა] რა მოხდა, გახსოვს მანდ სპეცრაზმელი რომ მოკლესო. სპეცრაზმელი თუ მოკლეს მე ან ჩვენ რა შუაში ვარ-მეთქი, ვკითხე. დამუქრებით მითხრა, თქვენ ძალიან კარგად იცითო", — ამბობდა მედეა მაჩალიკაშვილი.

გაიგეთ მეტი სპეცოპერაციისა და გოგაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ.