სამეფო კარის თამაშები: ბრძოლა რეალიზმსა და ფენტეზის შორის
სამეფო კარის თამაშები ზომბი აპოკალიფსის ფილმის სიუჟეტით ალყაშემორტყმული შექსპირისეული დრამაა. ის მთავარი კითხვის - რა არის ძალაუფლება? - გარშემო ტრიალებს და ყველაზე ღრმა წიაღსვლებისას ავტორიტეტულობის მერყევ ხასიათზე ფიქრისა და განსჯის საშუალებას იძლევა. დანარჩენ სცენებში კი სერიალი მაყურებლის ყურადღებას უახლესი სპეცფექტების ფეიერვერკით იპყრობს.
ჟანრების ჯახი თვით ვესტეროსის ისტორიაშიც კია ასახული და ის რეალიზმსა და ფენტეზის შორის გაჩაღებული ეპიკური ბრძოლის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ. სიუჟეტი მეტწილად ერთი, ნაკლოვანებებით სავსე, მაგრამ რეალისტური ფერებით დახატული ოჯახის, ლანისტერების ამბავზე ფოკუსირდება. ამ ოჯახის წევრები დემონურ, მაგიურ და ზებუნებრივ ძალებს სასოწარკვეთილ და აშკარად წაგებისთვის განწირულ ომს უცხადებენ.
აღმოსავლეთიდან ლანისტერებს დეინერის ტარგარიენი ემუქრება, რომელსაც ცეცხლში უვნებლად გავლა შეუძლია და მტრებს საზარელი, ცეხლისმფრქვეველი დრაკონებით იმორჩილებს. ჩრდილოეთით სტარკების ოჯახი, მართალია, პოლიტიკასა და ფინანსებში მოიკოჭლებს, მაგრამ ერთი ქალიშვილ მსხვერპლთა სახეების მომრგები, სერიული მკვლელია, ერთი ვაჟი - ზებუნებრივი ხილვების ნიჭით დაჯილდოებული სამთვალა ყორანი და ერთიც - ქრისტეს მსგავსი გერი, რომელიც კაცობრიობის გადასარჩენად მოკვდა, შემდეგ კი სასწაულებრივად გაცოცხლდა. ჩრდილოეთის კიდევ უფრო ჩრდილოეთით კი ყველაზე საშიში (და, ამასთან, ყველაზე მოსაწყენი) მტერი, მკვდრების არმია ბუდობს. ისინი, ვესტეროსის დასაპყრობად და ცოცხლების გასანადგურებლად, შეუპოვრად მიიწევენ სამხრეთით (საბედნიეროდ, სერიალის მსვლელობის განმავლობაში მკვდრები ნელა გადაადგილდებოდნენ, რაც სხვა, გაცილებით საინტერესო მოვლენების განვითარებისთვის ტოვებდა დროს).
გარკვეული დროის განმავლობაში ლანისტერებისთვის უშუალო საფრთხეს არა ცხოველების სხეულებში ჩასახლების უნარის მქონე სტარკების ოჯახი ან ცეცხლისმფრქვეველი დრაკონები წარმოადგენდნენ, არამედ - სტენის ბარათეონი, რკინის ტახტის მოპოვების კიდევ ერთი მსურველი, რომელმაც სამეფოს დედაქალაქი, ქინგს ლენდინგი, ალყაში მოაქცია. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, სტენისი ცივსისხლიანი გენერალი იყო, სინამდვილეში, ის ძლევამოსილი წითელი ალქაჯის რიგითი მსახური აღმოჩნდა. ამ ქალს, რომელიც საკუთარ მტრებს შავი მაგიის დახმარებით ანადგურებდა, დემონის შობა და ადამიანის მკვდრეთით აღდგენაც კი შეეძლო. მოგვიანებით, როცა ლანისტერებს მდაბიო წარმომავლობის და ძალაუფლებას მოწყურებული ბერის მიერ მართული ფანატიკური რელიგიური სექტა დაუპირისპირდა, ოჯახმა ლამის დედაქალაზეც კი დაკარგა კონტროლი.
იმის მიუხედავად, რომ მსგავსი სხვასამყაროსეული ძალებით იყვნენ გარშემორტყმულნი, ლანისტერებს არასდროს დაუკარგავთ არც ბრძოლის სურვილი და არც - რეალიზმი. როდესაც მათი მეტოქეები მაგიას, ჯადოქრობასა და ცრუმორწმუნეობას ეყრდნობოდნენ, რკინის ტახტის მოპოვებასა და შვიდი სამეფოსთვის ბრძოლაში ლანისტერების ხელჩასაჭიდი მხოლოდ მეცნიერება, ფინანსები და დიპლომატია იყო.
ლანისტერებმა თავიანთი ქონება ოქროს მაღაროებიდან დააგროვეს. მათი ოჯახის დევიზიც კი - ლანისტერები ყოველთვის იხდიან ვალებს - მეტად მიწიერი და უბრალოა, განსაკუთრებით თუ მას სტარკების აპოკალიპტურ სიტყვებს, ზამთარი მოდის, ანდაც გრეიჯოების მისტიურ გამოთქმას, რაც მკვდარია, ვეღარასდროს მოკვდება, შევადარებთ. პირველ სეზონში ლანისტერებმა გამჭრიახობის წყალობით წარმატებით ჩამოიშორეს სტარკები და მარტივი ხრიკით, ქალაქის მცველების მოსყიდვით დაიკავეს რკინის ტახტი - ასეთი რამე სტარკებს აზრადაც კი არ მოუვიდოდათ.
მომდევნო სეზონებში ამ ოჯახმა მთელი თავისი პოლიტიკური და ფინანსური შესაძლებლობები სტარკების ზებუნებრივი ოჯახის წინააღმდეგ მომართა. ეშმაკობით, მკვლელობებითა და სარფიანი საქორწინო გარიგებებით მათ რობ სტარკის დამარცხება და ვინტერფელში სტარკების საგვარეულო ციხე-სიმაგრის აღება მოახერხეს.
როდესაც სტენის ბარათეონი ქინგს ლენდინგს თავს დაესხა, ლანისტერებმა ის ქიმიის დახმარებით მოიგერიეს; მათ ბარათეონის ფლოტის დასაწვავად დენთი დაამზადეს. რელიგიური ფანატიკოსებისგან თითქმის წართმეული დედაქალაქის დაბრუნებისას დენთი კვლავ გამოსადეგი იარაღი გახდა - სერსეი ლანისტერმა ქალაქის მთავარ ტაძარში თავშეყრილი მორწმუნეები მთლიანი შენობის მიწასთან გამსწორებელი აფეთქებით გაანადგურა.
დეინერის ტარგარიენის ერთი შეხედვით დაუმარცხებელ დრაკონებთან დაპირისპირებისას, სერსეის პირველი რეაქცია ქიმიიდან ფიზიკაზე გადასვლა იყო. მან თავის ინჟინერს დაავალა, შეექმნა უზარმაზარი არბალეტი, რომლის ისრებიც მონსტრის ჰაერში დაჭრასა და მისი სქელი კანისა და ძვლების გაკვეთას შეძლებდა. მოგვიანებით მკვდრეთით-აღმდგარი-სტარკი ზომბების არმიის ერთ ჯარისკაცს შეიპყრობს და, დრაკონის ზურგზე დამაგრებულს, დედქალაქამდე გადმოაფრენს, რათა ლანისტერებს შიშის ზარი დასცეს. მაგრამ სერსეი ამ საზარელი არსების დანახვას დიდად არ აუღელვებია და კვლავ საკუთარი ფინანსების იმედად დარჩა. მან სტარკებისა და დრაკონების დედოფლის გასაცურებლად მოჩვენებითი განგაში ატეხა, ამასობაში კი რკინის ბანკიდან მოზრდილი სესხის მიღებას ცდილობდა, რათა ჯარი დაექირავებინა და ვესტეროსში გადმოესხა.
უკანასკნელი სეზონი რომ დაიწყო, ზომბები, დრაკონები, სახისმცვლელები, სამთვალა ყორანი თუ ქრისტეს-მსგავსი-სნოუ - ყველა საბოლოო, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა. სერსეი ლანსიტერი ამ ბრძოლაში ფსონს ინჟინრებზე, ბანკირებსა და დაქირავებულ მეომრებზე ჩამოვიდა.
ფინალური ეპიზოდების ხილვამდე მაყურებელთა მცირერიცხოვანი ნაწილი ალბათ ჯერ კიდევ ებღაუჭებოდა იმ იმედს, რომ დრაკონები და ზომბები ერთმანეთს ამოხოცავდნენ, რაც სერსეის რკინის ტახტს შეანარჩუნებინებდა და ის, პოლიტიკური ოსტატობის, ფინანსებისა და მეცნიერების დახმარებით, შვიდ სამეფოს ახალ, ოქროს ხანაში შეუძღვებოდა. რასაკვირველია, სერსეი ერთ-ერთ მთავარ ანტიგმირად იყო გამოყვანილი, მაგრამ ისტორიული გადმოსახედიდან მაინც დასაფასებელია ის ფაქტი, რომ ის რეალური პრობლემებისთვის მუდამ რეალური გამოსავალის მოძებნას ცდილობდა. ამ დროს კი სხვები ან არამიწიერი ძალების იმედად იყვნენ, ან მსგავს პრობლემებს ყურადღების ღირსადაც კი არ თვლიდნენ (დეინერის ტარგარიენი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია - მან საკუთარი დრაკონების დახმარების გარეშე მშვიდობის შენარჩუნება ერთ ქალაქშიც კი ვერ მოახერხა). ამასთან, არასდროს იყო ბოლომდე ნათელი, რა აქცევდა სერსეის მთავარ ბოროტმოქმედად. ის ეგოსიტი და საურთიერთოდ საშინელი ადამიანია, რომელმაც ბევრ არისტოკრატსა და პოლიტიკურ მეტოქეს უღალატა და სიცოცხლე მოუსწრაფა, მაგრამ რა დანაშაულებები ჩაუდენია სერსეის უბრალო მოქალაეების წინაშე?
სამწუხაროდ, ლანისტერების გვარის ოქროს ხანა არ დამდგარა. მართალია, ზომბებმაცა და დრაკონებმაც მალევე დატოვეს ვესტეროსი, მაგრამ დასასრულს, დეუს ექს მაქინას წყალობით, გამარჯვების მთლიანი მონაგარი უხეირო სტარკების ხელში აღმოჩნდა. სერსეი და ჯეიმი ლანისტერები კი სასახლის ნანაგრევებქვეშ დაიმარხნენ. როგორც ჩანს, შოუს შემქმნელებს სეზონის დასასრულისთვის იდეები გამოელიათ და ყველაზე მარტივი გამოსავალი აირჩიეს - ფენტეზის რეალობაზე გამარჯვების ნება მისცეს.
და მაინც, ბოლო სიტყვა რეალისტურმა თხრობამ თქვა. შოუს ფინალურ სცენებში ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. შვიდი სეზონის, უამრავი ბრძოლის, მილიონობით სიკვდილისა და რამდენიმე ზებუნებრივი ჩარევის მიუხედავად, ვესტეროსის სოციო-პოლიტიკური სისტემა უცვლელი დარჩა - მმართველ საბჭოში კვლავ რამდენიმე არისტოკრატი ზის, რომლებიც ფლოტების დაფინანსებასა და საროსკიპოების აშენებაზე ბჭობენ.
ვინ იფიქრებდა, რომ ცეცხლისმფრქვეველ დრაკონებთან დაპირისპირებასა და ზომბების არმიასთან ბრძოლას ხალხის ყოფაზე ასეთი უმნიშვნელო ეფექტი ექნებოდა.
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
კომენტარები