ნილ გეიმანის გრაფიკული ნოველა The Sandman (Vertigo)-ს ადაპტაციას მცირე ეკრანისთვის ამზადებენ. Hollywood Reporter-ის ცნობით ნეტფლიქსი ვორნერ ბრაზერსთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა და სენდმენის ლაივ ექშენ სერიალის გადაღება იგეგმება. ყველაზე ძვირი ტელესერიალი, რომელიც DC entertainment-ს აქამდე გაუკეთებია - ასე აფასებენ პროექტს.

Wonder Woman-ის სცენარისტი ალან ჰეინბერგი ამ პროექტის სცენარისტი, ხელმძღვანელი და აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება ნილ გეიმანთან და დევიდ გოიერთან ერთად. ჰოლივუდ რეპორტერის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფინალური ეტაპი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ პროექტი მალევე დაიწყება.