10 ადგილი ევროპაში, რომელსაც შემოდგომაზე აუცილებლად უნდა ეწვიოთ
ახალი ამბავი არ არის, რომ ზაფხულის თვეებში ევროპაში ტურისტულად ყველაზე დატვირთულია. მართლაც, ამ დროს კულტურული და ისტორიული ძეგლები სავსეა ტურისტებით, ბარები და რესტორნები გადაჭედილია, სიცოცხლე ჩქეფს, თუმცა, ამ დროს ასევე ძალიან ცხელა და ხშირად ხალხმრავლობაც შემაწუხებელია.
ნელ-ნელა უამრავმა ადამიანმა გაიაზრა, რომ მათთვის მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო, შესაძლოა, შემოდგომა იყოს. ამ დროს ფასებიც უფრო დაბალია, არც გაუსაძლისად ცხელა და ქუჩაში სიარულსაც უფრო მარტივად შეძლებთ.
წარმოგიდგენთ ა ქალაქს, რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია.
1. ბრიუგე, ბელგია
ბრიუგე შემოდგომაზე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად იქცევა, სახლები ოქროსფერი და მოწითალო ფერის ფოთლებით ფერადდება. არხებში არეკლილი სცენები კი განსაკუთრებით რომანტიკულ გარემოს ქმნის. რა თქმა უნდა, ბრიუგეში ინსტაგრამისთვის იდეალური ფოტოების გადაღებასაც შეძლებთ.
2. ბავარია, გერმანია
სამხრეთ გერმანიაში თქვენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პეიზაჟები დაგხვდებათ. აქ თოვლით დაფარული მთების ფონზე ოქროსფრად შეღებილ ტყეებს შეხვდებით. შემოდგომაზე ბავარიაში მრავალი ფესტივალიც იმართება, მათ შორის Oktoberfest. მოსანახულებელი სასახლეების ჩამოსათვლელად კი ორი ხელი არ გეყოფათ.
3. პიდმონტი, იტალია
შემოდგომა, განსაკუთრებით კი ოქტომბერი იტალიაში საკვებისა და ღვინის სეზონია. ტრუფელი, წაბლი, შოკოლადი, ამ დროს თითოეულ საკვებს საკუთარი ფესტივალი აქვს. რა თქმა უნდა, ამ დროს ხდება ყურძნის დაკრეფაც. პიდმონტი ჩრდილოეთიდან ალპებითაა შემოსაზღვრული. ამ რეგიონში უთვალავ ბილიკს იპოვით და არაერთ ზღაპრულ ადგილს აღმოაჩენთ.
4. პრაღა, ჩეხეთი
შემოდგომაზე პრაღა განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ტურისტების რაოდენობა ნაკლებია, თუმცა ლამაზი დღეები და პეიზაჟები საკმარისზე მეტია. შემოდგომის ოქროსფერი ელფერი ისტორიულ ქალაქს იდეალურად ერწყმის, თანაც, შემოდგომაზე ქალაქის ღირსშესანიშნაობებს წყნარად და მშვიდად, ქაოსური ხალხმრავლობის გარეშე დაათვალიერებთ.
5. ლუგანო, შვეიცარია
ლუგანო შვეიცარიის სამხრეთ რეგიონში, ლუგანოს ტბის პირას ალპების ქვეშ მოქცეული პატარა ქალაქია. ლუგანო წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია, თუმცა შემოდგომაზე აქ ჩასვლა ნიშნავს, რომ ზაფხულის ძლიერი სიცხე არ შეგაწუხებთ. ოქტომბრის პირველ კვირაში ჩასვლით კი შემოდგომის ფესტივალსაც დაესწრებით, სადაც ადგილობრივ ფოლკლორს გაეცნობით და ყურძნის კრეფის დაწყებასაც იზეიმებთ.
6. კარვენდელის ნაკრძალი, ავსტრია
ეს ქალაქ ინსბრუკთან არსებული პატარა ტერიტორიაა, რომელიც ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ შეხვდებით ალპურ მდელოს, რომელიც ათასობით ნეკერჩხლის ხითაა დაფარული, თითოეული მათგანი კი შემოდგომაზე ოქროსფრად ბრწყინავს. ზოგიერთი ხის ასაკი 600 წელსაც აჭარბებს. ეს ლაშქრობებისთვის საუკეთესო ადგილია.
7. ლუარის ხეობა, საფრანგეთი
ლუარის ხეობაში თვალუწვდენელ ვენახებს შეხვდებით, რომელთა საერთო ფართობი 75 000 ჰექტარს აჭარბებს. დამთვალიერებლების თქმით, თუ შემოდგომის ფერების სრულად აღქმა გსურთ, ლუარის ხეობა ამისათვის საუკეთესო ადგილია.
8. ჰალშტატი, ავსტრია
ავსტრია ამ სიაში უკვე მეორედ მოხვდა, რაც ალბათ ამ ქვეყანაზე თავისთავად მეტყველებს. ჰალშტატი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. ჰალშტატი ამავე სახელობის ტბის ნაპირზე არსებული პატარა ქალაქია და ის ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ამ ადგილზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ და მოგცემთ საშუალებს, რომ ზემოთ მოცემული ფოტოებით დატკბეთ.
9. ბლედის ტბა, სლოვაკეთი
ეს ულამაზესი ტბა სლოვაკეთში, ლიუბლიანასთან ახლოს მდებარეობს, რის გამოც მას შეგიძლიათ დღის განმავლობაში ეწვიოთ.
შემოდგომაზე სტუმრობისას ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ტბის გარშემო არსებულ მთებზე ლაშქრობაა, საიდანაც თქვენს წინაშე ულამაზესი ხედები გადაიშლება. ხოლო თუ ფოტოგრაფებს გუმართლებთ, მათ, შესაძლოა, წყალში ულამაზესი ანარეკლების გადაღებაც შეძლონ.
10. ამსტერდამი, ნიდერლანდები
სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი ამსტერდამის მოსანახულებლად ყველაზე ჯადოსნური დროა. გარშემო შედარებით სიმშვიდეა, ქალაქის არხები და პარკები ოქროსფერი ფოთლებითაა მოფენილი, ქუჩებზე გვერდიგვერდ ჩალაგებული ბარები და რესტორნები კი სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას აჩენს.
თუ შემოდგომაზე მოგზაურობას და ამ თვალწარმტაცი ადგილების მონახულებას გადაწყვეტთ, იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა ონლაინ მარტივად შეგიძლიათ.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები