მასაჟისტი, რომელმაც კევინ სპეისის სექსუალური ძალადობისთვის უჩივლა, სასამართლომდე გარდაიცვალა
მანუალური თერაპევტი (იგივე მასაჟისტი), რომელმაც ამერიკელ მსახიობს, კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობის ბრალდებით უჩივლა, სასამართლო პროცესამდე გარდაიცვალა. ამის შესახებ სასამართლოს სასწრაფოდ აცნობა სპეისის ადვოკატმა, რის გამოც, საქმე შესაძლოა დაიხუროს — აცხადებს გარდაცვლილის წარმომადგენელი.
ამ ეტაპზე გადაწეულია სასამართლოს ჩატარების თარიღი.
მბრალდებლის გარდაცვალებაზე ინფორმაცია სასამართლოს კევინ სპეისის ადვოკატმა მიაწოდა, თუმცა უცნობია მისი სიკვდილის მიზეზები. გარდაცვლილის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სპეისის ადვოკატებმა "ტრაგიკული ამბავი" მათ სასიკეთოდ გამოიყენეს:
"პროფესიონალური პასუხისმგებლობის გამო, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია სპეისის წარმომადგენლებს და ვუთხარით, რომ გარდაცვლილის ოჯახისთვის გლოვის დრო მიეცათ და ამის შემდეგ გაგვეგრძელებინა საქმის განხილვა. თუმცა, მათ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს და დაუყოვნებლივ აცნობეს სასამართლოს ამის შესახებ, ჩვენი თანხმობის გარეშე".
გარდაცვლილის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მონაწილე მხარის გარდაცვალების ცნობის წარდგენის დედლაინი სასამართლოში არ არსებობს, თუმცა მისი შევსების შემდეგ, იწყება 90-დღიანი ათვლა, რომელიც, დიდი ალბათობით, სასამართლო განხილვას საფრთხეს შეუქმნის.
"ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ შესაძლოა საქმე აღარ მიიღოს. გუშინ ამ ცნობის წარდგენა არასაჭირო და ამასთან ერთად, შეურაცხმყოფელი იყო. თუმცა, ეს სპეისისგან არ მიკვირს. გარდაცვლილის მგლოვიარე ოჯახს ახლა ერთდროულად უწევს ფიქრი როგორც მის დასაფლავებაზე, ასევე — საქმეზე".
გარდაცვლილი ერთ-ერთი იყო მბრალდებლებს შორის, რომელიც კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, 2016 წელს სპეისისიმ მას პენისზე შეხება აიძულა, როდესაც მალიბუს სახლში მას მანუალურ თერაპიას უტარებდა. მისი თქმით, ინციდენტის შემდეგ გამუდმებით განიცდიდა ემოციურ ტკივილს, რის გამოც საკუთარ თავს ზიანს აყენებდა.
უცნობია, გაგრძელდება თუ არა საქმე სასამართლოში. გაგრძელების შემთხვევაში, ზიანის გამო მინიჭებულ კომპენსაციას გარდაცვლილის ოჯახი მიიღებს. კევინ სპეისი მის მიმართ არსებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
კომენტარები