სალომე ზურაბიშვილს 6 მრჩეველი და 6 კონსულტანტი ჰყავს

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ექვსი მრჩეველი და ექვსი კონსულტანტი ჰყავს. ინფორმაცია On.ge-მ ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა ექვსი მრჩეველი და ექვსი კონსულტანტი ყოველთვიურად, ჯამში, 43 300 ლარს იღებს. უწყება დამატებით თანხას იხდის საშემოსავლო და საპენსიო შენატანებისთვის.
საშტატო ნუსხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სახელით მიმდინარე წლის 23 სექტემბერს დამტკიცდა.
მრჩევლები
- ქეთევან თათოშვილი — ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში;
- კონსტანტინე ნაცვლიშვილი — განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში;
- ირინე შენგელია — კომუნიკაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში;
- ნინო ცქიტიშვილი — რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში;
- ქეთევან მახარაშვილი — საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში;
- დიმიტრი ლეჟავა — თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
კონსულტანტები
- გიორგი გორდელაძე — კონსულტანტი;
- ვლადიმერ ონოფრიშვილი — კონსულტანტი კულტურის საკითხებში;
- ანგი ხუციშვილი — კონსულტანტი საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობის საკითხებში;
- ნათია პავლიაშვილი — კონსულტანტი პრესასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში;
- სიმონ პეტრისიდი — კონსულტანტი შშმ პირთა საკითხებში;
- ნათია აბრამია — ის On.ge-ს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის დროს ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა, როგორც ახლა აცხადებენ, ის ამ თანამდებობას აღარ იკავებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
კომენტარები