ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრისა და სახალხლო დამცველის დებატების შემდეგ პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდები სახალხო დამცველის წინააღმდეგ გააქტიურდნენ. იმ გვერდებზე, რომლებიც აქამდეც ავრცელებდენენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მადესკრიდიტირებელ პოსტებს, ნინო ლომჯარიას "არაკომპეტენტურობაზე" დაიწყეს საუბარი.

პოსტების გამოქვეყნება გუშინ, 21 იანვარს სხდომის დასრულებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო და ორგანიზებული სახე მიიღო. იდენტური ვიზუალის ფოტომასალები სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ფეისბუქგვერდებზე გამოქვეყნდა.

ფოტო: კადრი ფეისბუქგვერდიდან

ფოტო: კადრი ფეისბუქგვერდიდან

ლომჯარიას, ძირითადად, თავს ესხმიან ისეთი ფეისბუქგვერდები, რომლებიც არ მალავენ სიმპატიებს მმართველი გუნდის მიმართ. ისინი ძირითადად იმ დროს აქტიურდებიან, როცა მმართველი გუნდი ვინმეს აკრიტიკებს და მსგავსი პოსტებით ოცნებას მესიჯბოქსის გავრცელებაში ეხმარებიან.

ფოტო: კადრი ფეისბუქგვერდიდან

ფოტო: კადრი ფეისბუქგვერდიდან

ლომჯარიას საწინააღმდეგო პოსტების უმრავლესობა აპელირებს იმაზე, რომ ის ლგბტ თემის უფლებებს იცავს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ამიტომ, გუშინ გავრცელებული პოსტების ნაწილში იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც, მეორე მხრივ, თეა წულუკიანის ქებასაც მოიცავდა.

ფოტო: კადრი ფეისბუქგვერდიდან

დისკრედიტაციის კამპანიიის ორგანიზებულობას მოწმობს ისიც, რომ პოსტებს ძირითადად არაიდენტიფიცირებადი ფეისბუქანგარიშები აზიარებენ და არამხოლოდ პირად გვერდებზე, არამედ ჯგუფებშიც, სადაც ომბუდსმენის მიმართ უფრო მწვავე კრიტიკის წამოწყებას ცდილობენ.

აღნიშნული ფეისბუქგვერდები არავისთვისააა უცხო, რადგან უკვე მრავალი წელია ეწევიან მსგავს საქმიანობას. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა ქართულ ოცნებასთან კავშირში მყოფი ასეულობით მსგავსი ანგარიში დაბლოკა, გაჩნდნენ ახლებიც, რომლებიც "დანაკლისის შევსებას" ცდილობენ. ისინი ერთანეთის პოპულარიზაციასაც ეწევიან და მადესკრიტიდირებელ პოსტებს ერთმანეთისგან აზიარებენ.

ფოტო: კადრი ფეისბუქგვერდიდან

ხელისუფლებასთან ასოცირებულ ტროლებსა და ბოტებზე არასამთავრობო სექტორი რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრობდა, თუმცა მმართველი გუნდი რაიმე სახის კავშირს უარყოფდა. მათ რიტორიკა არც იმის შემდეგ შეუცვლიათ, რაც სოციალური მედიის გიგანტმა ღიად განაცხადა, რომ პლატფორმიდან წაშლილი 396 გვერდისა და ჯგუფის კვალი ქართულ ოცნებასთან მიდიოდა. საზოგადოების კრიტიკის ფონზე ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტროლგვერდები და ფეიკნიუსები არ სჭირდებათ და ეს მათი ოპონენტების ხელწერაა.

გაიგეთ მეტი პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდების აქტივობაზე: