რიდლი სკოტის გლადიატორი ბოლო ორ ათწლეულში გადაღებულ ფილმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოსურათია, რომელმაც კინოგაქირავებაში მიღწეულ წარმატებასთან ერთად ($460,5-მილიონიანი შემოსავლით) ოთხი ოსკარიც დაიმსახურა, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.

შეიძლება, რთული დასაჯერებელია, მაგრამ ამ გახმაურებული ისტორიული დრამის გამოსვლიდან ზუსტად 20 წელი გავიდა: გლადიატორის პრემიერა აშშ-ში 2000 წლის 5 მაისს შედგა. ამ თარიღის აღსანიშნავად კი 10 ნაკლებად ცნობილ ფაქტს გთავაზობთ ამ საკულტო ფილმის შესახებ:

1. რასელ ქროუსა და რიდლი სკოტს გადაღებების დროს ხშირი უთანხმოება ჰქონდათ: მსახიობს სცენარის დიდი ნაწილი არ მოსწონდა და ასევე თავისი სცენების შეცვლაც სურდა

ფოტო: Universal Pictures

2. ხოაკინ ფენიქსი გადაღებების წინ ისე ნერვიულობდა, რომ მისი დამშვიდება რასელ ქროუსა და რიჩარდ ჰარისს ალკოჰოლით მოუწიათ

ფოტო: Universal Pictures

3. ფილმის გადაღებისას ცოცხალი ვეფხვები გამოიყენეს

ფოტო: Universal Pictures

4. როცა ფილმში მაქსიმუსი მშობლიურ სახლს იხსენებს, ამ დროს რასელ ქროუ თავის რეალურ სახლს აღწერს

ფოტო: Universal Pictures

5. პროქსიმოს როლის შემსრულებელი ოლივერ რიდი ფილმის გადაღებების დროს გარდაიცვალა, რის გამოც მისი ბოლო სცენები CGI-ის საშუალებით გადაიღეს

ფოტო: Universal Pictures

6. ფილმის ჩვენთვის ცნობილი დასაწყისი კადრი ხორბლის მინდორში თავდაპირველად ფინალურ სცენად იყო ჩაფიქრებული, თუმცა მონტაჟისას ეს გადაწყვეტილება შეცვალეს

ფოტო: Universal Pictures

7. ფილმის გამოსვლის შემდეგ ძველი რომის ისტორიის შესახებ ინტერესი განსაკუთრებულად გაიზარდა

ფოტო: Universal Pictures

8. რომის იმპერატორ კომოდუსის ცნობილი სცენა, როცა ის ყვირის "გულმოწყალე არ ვარ?!" მსახიობ ხოაკინ ფენიქსის იმპროვიზაციაა და ორიგინალ სცენარში გათვალისწინებული არ იყო

ფოტო: Universal Pictures

9. რასელ ქროუმდე მთავარი როლის შესრულება მელ გიბსონს შესთავაზეს, თუმცა ის ამ შეთავაზებას არ დათანხმდა

ფოტო: Universal Pictures

10. და ბოლოს: რიდლი სკოტი გლადიატორის გაგრძელების გადაღებას აპირებს

ფოტო: Universal Pictures