ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან — დენიელ რედკლიფი ჯოან როულინგს პასუხობს
ჯოან როულინგის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლის გამოც ეს ცნობილი ბრიტანელი მწერალი ტრანსფობიაში დაადანაშაულეს, ჰარი პოტერის ფილმების სერიის ვარსკვლავი დენიელ რედკლიფი გამოეხმაურა.
დენიელ რედკლიფმა LGBT თემში სუიციდის პრევენციის საქველმოქმედო ორგანიზაცია Trevor Project-ის ვებსაიტზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მსახიობი აღნიშნავს, რომ "მიუხედავად იმისა, რომ როულინგმა მთელი ჩემი ცხოვრების გზა განსაზღვრა, როგორც ადამიანი, ვალდებული ვარ, რომ ამ საკითხზე რაღაც მაინც ვთქვა".
მსახიობის განცხადებით, მისი ეს მოსაზრება პიროვნულ დაპირისპირებას არ მოიცავს და უფრო გლობალური მნიშვნელობის პრობლემის გამო გადაწყვიტა საჯაროდ საუბარი:
"ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან. ნებისმიერი საწინააღმდეგო განცხადება მცდელობაა ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობისა და ღირსების შელახვისა, რაც სამედიცინო სფეროს იმ პროფესიონალების მიერ გაცემულ ცნობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც ამ საკითხზე იმაზე მეტი ცოდნა აქვთ, ვიდრე მე ან ჯოანს", — წერს რედკლიფი.
30 წლის მსახიობი აღნიშნავს, რომ სტატისტიკის მიხედვით, ტრანსგენდერებისა და არაბინარული ინდენტობის მქონე ახალგაზრდების 78% თავისი იდენტობის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლია:
"ნათელია, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა ვუჭერდეთ მხარს ტრანსგენდერებსა და არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანებს, იმის ნაცვლად, რომ მათი იდენტობა ეჭვქვეშ დავაყენოთ ან ზიანი მივაყენოთ".
დენიელ რედკლიფმა მიმართა იმ ადამიანებსაც, რომლებმაც როულინგის მოსაზრებების გამო სოციალურ ქსელებში აღნიშნეს, რომ ამიერიდან ჰარი პოტერის წიგნების სერიის მიმართ პატივისცემას დაკარგავდნენ.
"ყველას, ვინც ახლა ფიქრობს, რომ წიგნების მიმართ მათი დამოკიდებულება სამუდამოდ გაუფერულდა და ჩირქი მოეცხო, დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ტკივილის გამო, რაც ამ განცხადებებმა მიაყენა.
თუ ამ წიგნებში მოთხრობილ ისტორიაში იპოვეთ ის, რამაც თქვენზე გავლენა იქონია და ცხოვრების რომელიმე ეტაპზე დაგეხმარათ, ეს მხოლოდ თქვენი და ამ წიგნის ურთიერთობის შედეგია. ამას კი ვერაფერი შეცვლის, ის წმინდა და ხელშეუხებელია".
ჯოან როულინგი კრიტიკის ქარცეცხლში 7 ივნისს ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებების შემდეგ გაეხვა: მსოფლიო ბესტსელერების ავტორმა სტატია სახელწოდებით "კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შევქმნათ უფრო თანასწორი გარემო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ" შემდეგი აღწერილობით გააზიარა:
"ადამიანები, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ". ვფიქრობ, მსგავსი ადამიანებისთვის შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა, დამეხმარეთ გახსენებაში".
მედია პლატფორმა Devex-ის ამ სტატიაში ნახსენებია, რომ ეს ტერმინი "გოგოების, ქალებისა და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირების" აღსანიშნავად გამოიყენეს, თუმცა როულინგმა ირიბად მიანიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ქალების ხსენებაც საკმარისია.
ამის გამო ის ბევრმა ტრანსფობიაში დაადანაშაულა, რადგან მენსტრუაცია ტრანსგენდერების, არაბინარული იდენტობის მქონე პირებისა და გენდერულად არაკონფორმული ადამიანებისთვისაცაა დამახასიათებელი.
ამ ბრალდებებს მწერალი შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:
"თუ სქესი რეალური არ არის (როგორც მყარი ბიოლოგიური მოცემულობა), მაშინ არც ერთნაირი სქესის მქონე ადამიანებს შორის სექსუალური მიზიდულობა არსებობს. თუ სქესი რეალური არ არის, მაშინ ქალების ცხოვრების გლობალური გამოცდილებაც უნდა გავაქროთ. მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, მაგრამ სქესის ცნების წაშლით, ასევე უარვყოფთ ქალების ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან განხილვებს. სიმართლის თქმა ვინმეს მიმართ სიძულვილს არ გამოხატავს".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცნობილი ბრიტანელი მწერალი ტრანსფობიაში დაადანაშაულეს: გასულ წელს მან მხარი დაუჭირა მაია ფორსტეიტერს, რომელმაც სამსახური ტრანსფობიური განცხადებების გამო დაკარგა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები