კატების უცნაურობას საზღვარი არ აქვს. ხანდახან, იმის დაჯერებაც კი რთულია, რომ ეს არსებები დედამიწელები არიან. ყველამ, ვისაც მათთან ერთად უცხოვრია, კარგად ვიცით, რომ ისინი კნუტობიდანვე ისეთი დრამატულები არიან, ოსკარის მიღებაც არ გაუჭირდებათ. ამასთან, ამ ბეწვიან უცხოპლანეტელებს ყველაზე უცნაურ ადგილებში ძილიც მოსწონთ, მაგალითად, ყვავილების ქოთანში ან ხელსახოცების ყუთში.

თუმცა კატები მხოლოდ ამ თვისებებით როდი შემოიფარგლებიან. ჩვენი საყვარელი ბეწვიანი გორგლების ჰობი ფიზიკის კანონების დარღვევაცაა.

ღამის სამ საათზე ასტრონავტივით კედლიდან კოსმოსში ხტომა და კატა-ობობას გაგრძელებაში მონაწილეობისთვის მეცადინეობა არა მხოლოდ გრავიტაციის, არამედ სინათლის სიჩქარის და მექანიკის წესებსაც კი არღვევს. ამ სტატიაში რამდენიმე მეამბოხეს ნახავთ, რომელთაც, კიდევ კარგი, აინშტაინი არ მოესწრო.

1. მშვენიერი ადგილია აზიდვების გასაკეთებლად

2. უბრალოდ, ხეა არასწორად დარგული

ფოტო: joshmccrillis / Reddit

3. მანქანის გასაღები არ უნდა დაუტოვო შენს კატას?

ფოტო: iikagenniotonashikukirareyagare / Imgur

4. პიტერ კატერი

5. კატები სამხრეთ ნახევარსფეროში

ფოტო: flexes_weird / Reddit

6. ონკანი ნამდვილად იდეალური ადგილია დასაძინებლად, ვერაფერს იტყვი

7. ორშაბათი მძიმე დღეა

8. კალორიებს მიღებისთანავე წვავს

9. მეფეს გაუმარჯოს!

ფოტო: Mohdhajji / Reddit

10. ორნიც მშვენივრად ვეტევით ერთ სკამზე

ფოტო: NeesonIsHere / Reddit

11. როცა სტუმრად ხარ და ისიც აღარ გახსოვს, როგორ დაჯდე

ფოტო: AlexandraRae_ / Reddit

12. თავისუფლება ღიპს

ფოტო: kobachiya / Twitter

13. წინა ცხოვრებაში ალპინისტი იყო

ფოტო: werewolfchow / Reddit

14. პიზის დახრილი კოშკი ამან დახარა

ფოტო: sample_material / Reddit

15. სკამი? არა, იყოს, არ შეწუხდეთ