ადელს კულტურის მითვისებაში დასდეს ბრალი
ადელს კულტურის მითვისებაში მას შემდეგ დასდეს ბრალი, რაც ინგლისელმა მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამის ანგარიშზე ფოტო განათავსა, სადაც მას ტრადიციული აფრიკული ვარცხნილობა აქვს, ფოტოს აღწერაში კი იგი აღნიშნავს, როგორი იქნებოდა ნოტინგ-ჰილის კარნავალი წელს.
32 წლის მომღერალს, რომელიც ჩარტების ლიდერია, ფოტოში საცურაო კოსტუმი აცვია იამაიკის დროშის გამოსახულებით, ხოლო მისი თმა ბანტუს სტილშია დაწნული — ასეთი ნაწნავები კი მეტწილად აფრიკული წარმომავლობის ადამიანებთან ასოცირდება.
თუმცა, პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, ადელი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ტვიტერის მომხმარებლებმა, მეტწილად აშშ-დან, ვარცხნილობის გამოყენების გამო მას კულტურის მითვისებაში დასდეს ბრალი.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს: "თუკი ვფიქრობდით, რომ 2020 მეტად უცნაური ვეღარ გახდებოდა, აი, ადელი გამოჩნდა ბანტუს ნაწნავებით და კულტურის მითვისების მცდელობით, რაც არავის უთხოვია. ეს ცხადად მიუთითებს, რომ პოპ-კულტურაში მყოფი ყველა თეთრკანიანი ქალი პრობლემატურია. მეზიზღება ამის ნახვა".
კიდევ ერთი მომხმარებელი წერს: "თუ ბოლომდე ვერ იგებთ, რა არის კულტურის მითვისება, ნახეთ ადელის ინსტაგრამზე ბოლო პოსტი. უვადოთ უნდა გაუშვან ციხეში ამისთვის".
ტოტენჰემელი მომღერლის ინსტაგრამპოსტის კომენტარებში ერთ-ერთი ადამიანი აცხადებს: "ბანტუს ნაწნავები არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოს თეთრკანიანმა ადამიანმა, მორჩა".
ამის საპირწონედ, ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა ადელი დაიცვა. მათ შორის იყო დევიდ ლემი, ტოტენჰემის ლეიბორისტი პარლამენტარი, რომელიც თავადაც შავკანიანია და მომღერლისადმი ბრალდებებს "სისულელე" უწოდა.
ლემი ტვიტერზე წერს: "ეს მონაჩმახი სრულიად გაუგებარია, რადგან ნოტინგ-ჰილის კარნავალის ხიბლი სწორედ უჩვეულოდ და სამასკარადოდ გამოწყობაა. ადელი ტოტენჰემში დაიბადა და გაიზარდა და ეს ყველაზე უკეთ ესმის. მადლობა, ადელ. მოძულეები დაივიწყე".
მომღერლის მეგობარმა ცნობილმა ადამიანებმა აგრეთვე მისი მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთეს.
ნაომი კემპბელმა, რომლის დედაც იამაიკიდანაა, ადელის ფოტოს კომენტარებში გულის და იამაიკის დროშის ემოჯიები დააკომენტარა.
კომენტარებში საკუთარი მხარდაჭერა ასევე გამოხატეს იამაიკელმა მუსიკოსმა Popcaan-მა და მსახიობმა ტესა თომპსონმა, რომელიც საი-ფაი სერიალ Westworld-ში თამაშობს.
ნოტინგ-ჰილის კარნავალი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელზეც, როგორც წესი, ბრიტანულ კულტურაში შავკანიანთა წვლილი აღინიშნება, თუმცა წლეულს ეს ფესტივალი ონლაინ იმართება კორონავირუსის პანდემიის გამო.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები