"რატომ, სპორტსმენები არ არიან კარგი პარლამენტარები თუ რატომ გაჩნდა კითხვები?" — ასე უპასუხა ქართული ოცნების პარტიული სიის მეხუთე ნომერმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას სიაში სპორტსმენების დასახელებაზე.

როგორც მდინარაძე ამბობს, პოლიტიკაში ყოფნა მათ გადაწყვიტეს, რადგან სამშობლო უყვართ, წარმატებული კარიერა ჰქონდათ და მისაბაძი ადამიანები არიან.

"ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. სპორტული მიმართულებით ძალიან ბევრი უნდა გააკეთონ საკანონმდებლო მიმართულებით. ბევრი უნდა გააკეთონ აღსრულების კონტროლის მიმართულებით", — განაცხადა მდინარაძემ.