ჯოან როულინგმა ეს კიდევ შეძლო — მას ტრანსფობიაში ადანაშაულებენ
ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა წლების წინ მსოფლიო ჯერ ჯადოსნური ლიტერატურული სამყაროს შექმნით, ბოლო პერიოდში კი მოულოდნელი განცხადებებით გააოცა, რის გამოც ის ტრანსფობიაში არაერთხელ დაადანაშაულეს.
ჰარი პოტერის წიგნების სერიის დასრულების შემდეგ ჯოან როულინგმა 2013 წელს რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით ახალი დეტექტიური ჟანრის წიგნების გამოქვეყნება დაიწყო, რომელიც კორმორან სტრაიქის სერიაში ერთიანდება. სულ ახლახანს ამ სერიის ახალი, მეხუთე ნაწილი Troubled Blood გამოვიდა, რომელმაც ავტორის ტრანსფობიური განწყობების შესახებ კითხვები ხელახლა გააჩინა.
როგორც წიგნის აღწერაში ვკითხულობთ, ახალი დეტექტივი "ფსიქოპათი სერიული მკვლელის" შესახებ მოგვითხრობს. წიგნის შესახებ 13 სექტემბერს The Telegraph-ზე კრიტიკოსმა ჯეიკ კერიჯმა რეცენზია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ წიგნის მთავარი ბოროტმოქმედი "ქალად გადაცმული კაცია".
როგორც რეცენზიის ავტორი წერს, "წიგნის მორალი ასე გამოიყურება: არასდროს ენდო კაბიან კაცს".
სწორედ ამის გამო ბევრი მიიჩნევს, რომ ჯოან როულინგმა თავისი შეხედულებები ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ბოლომდე გაამჟღავნა.
ამ ფაქტს სოციალურ მედიაში ბევრი კრიტიკულად შეხვდა: ტვიტერზე ახალი ტრენდი #RIPJKRowling (მშვიდად განისვენოს ჯოან როულინგმა) გამოჩნდა, რითიც მწერლის წარმატებული კარიერის დასრულებას ცდილობენ.
წიგნში Troubled Blood მთავარი ბოროტმოქმედის რეპრეზენტაციას ცნობილი ტრანსგენდერი აქტივისტი და ჟურნალისტი პერიზ ლიზი გამოეხმაურა:
"როულინგის ახალი წიგნი "ტრანსვესტიტ სერიულ მკვლელზეა"
მაშინ, როცა რეალურ სამყაროში მხოლოდ ბრაზილიაში გასულ წელს ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობა 70%-ით გაიზარდა: ახალგაზრდა ტრანსგენდერ ქალებს მანქანებში წვავენ, ხოლო კაცები, ვინც ამას ჩადიან, დანაშაულზე პასუხს არ აგებენ".
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ჯოან როულინგი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, როცა ტვიტერის პირად ანგარიშზე ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ რამდენიმე განცხადება გაავრცელა.
"თუ სქესი რეალური არ არის (როგორც მყარი ბიოლოგიური მოცემულობა), მაშინ არც ერთნაირი სქესის მქონე ადამიანებს შორის სექსუალური მიზიდულობა არსებობს. თუ სქესი რეალური არ არის, მაშინ ქალების ცხოვრების გლობალური გამოცდილებაც უნდა გავაქროთ. მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, მაგრამ სქესის ცნების წაშლით, ასევე უარვყოფთ ქალების ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან განხილვებს. სიმართლის თქმა ვინმეს მიმართ სიძულვილს არ გამოხატავს", — მის განცხადებებს შორის ერთ-ერთი ეს იყო.
ასევე გასულ წელს მან მხარი დაუჭირა მაია ფორსტეიტერს, რომელმაც სამსახური ტრანსფობიური განცხადებების გამო დაკარგა.
სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში მასობრივი კრიტიკის შემდეგ, ივლისში ჯოან როულინგმა სხვა რამდენიმე ცნობილ სახესთან ერთად ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე წერია:
"ინფორმაციისა და იდეების თავისუფლად გაცვლა, რაც ლიბერალური საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად უფრო იზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ ამას მხოლოდ რადიკალურად მემარჯვენეებისგან ველოდით, აღმოჩნდა, რომ ცენზურამ უფრო ფართოდ მოიკიდა ფეხი ჩვენს კულტურაში: საწინააღმდეგო შეხედულებების მიუღებლობა, საჯარო დამცირების ნორმად ქცევა, ადამიანების დევნა და ტენდენცია, რომ განსახილველი პოლიტიკური საკითხები ურყევ ჭეშმარიტებაში აურიონ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თუნდაც უკმეხი და მწვავე აზრების გამოთქმის ღირებულებას ნებისმიერ ადგილას. მაგრამ ახლა მეტისმეტად ჩვეულებრივი ნორმაა მყისიერი და მკაცრი სასჯელის მოთხოვნა განსხვავებული სიტყვისა და აზრის გამოთქმის გამო", — ვკითხულობთ წერილში.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები