ქართული ოცნების სრულ პარტიულ სიაში ზუსტად იმდენი ქალია, რამდენსაც კანონი ითხოვს. პარტიამ, რომლის ინიცირებულიც იყო გენდერული კვოტირების კანონი და ამას ქალთა პოლიტიკური გაძლიერების სურვილით ხსნიდნენ, სრულ სიაში, რომელიც 150 ადამიანს მოიცავს, მხოლოდ 37 ქალი წარადგინა.

ესენი არიან:

  1. თეა წულუკიანი;
  2. მარიამ ქვრივიშვილი;
  3. მაია ბითაძე;
  4. მარიამ ბოჭორიშვილი;
  5. მარიამ ლაშხი;
  6. ნინო წილოსანი;
  7. ეკა სეფაშვილი;
  8. ელისო ბოლქვაძე;
  9. რიმა ბერაძე;'
  10. ირმა ზავრადაშვილი;
  11. ქეთი დუმბაძე;
  12. ხატია წილოსანი;
  13. მაია მენაღარიშვილი;
  14. ანა ბუჩუკური;
  15. თამარ ტალიაშვილი;
  16. ნინო იობაშვილი;
  17. ბაია კვიციანი;
  18. გენრიეტა წიწავა;
  19. სალომე ქურასბედიანი;
  20. სალომე ჯინჯოლავა;
  21. ქეთევან ჩარკვიანი;
  22. ნათია მოდებაძე;
  23. მარიამ ყაყიჩაშვილი;
  24. მარიამი ლომიძე;
  25. მარიამ ნასუაშვილი;
  26. ანა თევდორაძე;
  27. ნინო ლაცაბიძე;
  28. ქეთი აბაიშვილი;
  29. მაიკო ხარძიანი;
  30. ნათია თელია;
  31. ნინო ქარდავა;
  32. მარიამ თევზაძე;
  33. ნინო ჯანიაშვილი;
  34. ნინო გიგინეიშვილი;
  35. ხატია ურიგაშვილი;
  36. ალექსანდრა ხორგუაშვილი;
  37. ანა მიქაუტაძე.

საარჩევნო კოდექსი პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებლებს, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითონ.

ქართული ოცნების განახლებულ პროპორციულ სიაში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. მათ შორის პირველ ოცეულში ყოფილი სპორტსმენებიც არიან. პრემიერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი გიორგი გახარიაა. მეორე ნომრად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაასახელს.

ამავე თემაზე: