დისნეი რასისტული კონტენტის შემცველ ფილმებზე გაფრთხილებას ამატებს
დისნეის პლატფორმაზე ისეთი ანიმაციების ყურების დაწყებამდე, როგორიცაა დამბო, პიტერ პენი და ჯუნგლის წიგნი, ეკრანზე ფილმში ასახული სტერეოტიპების შესახებ გაფრთხილება გამოჩნდება.
"ნაწარმოები შეიცავს ხალხის ან კულტურებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების და/ან მათ მიმართ უდიერი მოპყრობის ასახვას", — ამგვარი ფორმულირებით იქნება წარმოდგენილი გაფრთხილება.
"ეს სტერეოტიპული შეხედულებები მაშინაც არასწორი იყო და დღესაც ასეა".
გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაცვლად მასალის წაშლისა, მათ "სურთ აღიარონ მისი საზიანო გავლენა, რათა ამ გაკვეთილით დისკუსიის დაწყებასა და მეტად ინკლუზიური მომავლის ერთად შექმნას შეუწყონ ხელი".
იმ ფილმებს შორის, რომლებიც გაფრთხილებას შეიცავს, ასევე არის არისტოკატები, სადაც "ყვითელსახიანი" კატა ფორტეპიანოს ჩხირებით (აზიური სამზარეულოს ატრიბუტით) უკრავს და პიტერ პენი, რომელშიც ადგილობრივი ამერიკელები რასისტული მეტსახელით — "წითელკანიანებად" — არიან მოხსენიებულნი.
გაფრთხილებას შეიცავს ლედი და მაწანწალაც, სადაც ასევე ვხვდებით რასისტულ მოტივებსა და კულტურულ სტერეოტიპებს.
კომპანიამ გაფრთხილების დართვა კონტენტზე თავდაპირველად გასული წლის ნოემბერში გადაწყვიტა, თუმცა იგი ბევრად მოკლე და დაუკონკრეტებელი იყო: "ნაწარმოები წარმოდგენილია ორიგინალური ფორმით. იგი, შესაძლოა, შეიცავდეს კულტურის შეუსაბამო ასახვას".
ამასთან, რამდენიმე ფილმი, მათ შორის სამხრეთის სიმღერა პლატფორმიდან საერთოდ წაიშალა მასში ასახული რასისტული დამოკიდებულებების გამო.
რასიზმი და სტერეოტიპები დისნეის კლასიკად ქცეულ ფილმებში
- ლედი და მაწანწალა (1955 წელი): სიამის ორი კატა, სი და ამი, ანტიაზიური სტერეოტიპებით არის წარმოჩენილი. მასში ასევე ვხვდებით სცენებს, სადაც ძაღლებს მკაფიო აქცენტი აქვთ, რათა მათი ჯიშების წარმომავლობას გაუსვან ხაზი — მაგალითად, პედრო მექსიკური ჩიუაუაა, ბორისი კი რუსული მწევარი.
- არისტოკატები (1970 წელი): სიამის კატა, შუნ გონი, რომელსაც თეთრკანიანი მსახიობი ახმოვანებს, აზიელი ადამიანის რასისტულ კარიკატურას წარმოადგენს. იგი ფორტეპიანოს ჩხირებით უკრავს.
- დამბო (1941 წელი): ყვავების გუნდი, რომელიც დამბოს ფრენის სწავლაში ეხმარება, ხმით შავკანიანებს ბაძავს. მათი ლიდერის, ჯიმ ქროუს ქცევა, რომელსაც ასევე თეთრკანიანი მსახიობი, კლიფ ედვარდსი ახმოვანებს, სამხრეთის შტატებში არსებულ იმდროინდელ რასისტულ-სეგრეგაციულ კანონებზე მიუთითებს.
- ჯუნგლის წიგნი (1968 წელი): პერსონაჟი, სახელად მეფე ლუი, მაიმუნია, რომელიც ენობრივი უნარებით არ გამოირჩევა. იგი დიქსილენდის ჯაზის სტილში მღერის და სიზარმაცისკენაა მიდრეკილი. პერსონაჟის სახე, რომელიც აფროამერიკელი ადამიანის რასისტულ კარიკატურას წარმოადგენს, მრავალჯერ გააკრიტიკეს.
- პიტერ პენი (1953 წელი): ფილმში ადგილობრივი ამერიკელები "წითელკანიანებად" არიან მოხსენიებულნი. ასევე პიტერ პენი და დაკარგული ბიჭები ინდიელების თავსაცვამით ცეკვავენ, რაც "ადგილობრივი მოსახლეობის დაცინვასა და კულტურის მითვისებაზე" მიუთითებს. ანიმაციაში გამოყენებული სიმღერა, რა აქცევს წითელ კაცს წითლად, აგრეთვე შეფასდა რასისტულად და მოგვიანებით, სახელიც შეეცვალა — რა აქცევს გულად კაცს გულადად".
- სამხრეთის სიმღერა (1946 წელი): ეს დისნეის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოლემიკის გამომწვევი ფილმია, რომელიც აშშ-ში DVD ფორმატით არასდროს გამოსულა. ანიმაციაში პლანტაციაში მომუშავე ბიძია რემუსის საშუალებით წარმოჩენილია რასისტულ-მონათმფლობელური ნარატივი, რომ ბამბის პლანტაციების მუშები ბედნიერები იყვნენ.
Warner Bros.-მა მის მიერ შექმნილ რამდენიმე ანიმაციაში დიდი ხნის წინ დაამატა გაფრთხილება კონტენტში არსებული "ეთნიკური და რასისტული მიკერძოების" შესახებ.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ ანიმაციებში დღევანდელი საზოგადოება არ არის ასახული, ისინი მაინც ორიგინალური სახითაა წარმოდგენილი, რადგან საპირისპიროდ მოქცევის შემთხვევაში, ისე გამოჩნდებოდა, თითქოს ამ შეხედულებების ოდესმე არსებობას უარვყოფთ", — განაცხადა კომპანიამ.
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
კომენტარები