რომის პაპმა LGBTQ წყვილების სამოქალაქო ქორწინებას მხარი დაუჭირა
პაპი ფრანცისკე, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურად გახდომის შემდეგ ლგბტქ საკითხებისადმი ტოლერანტულ დამოკიდებულებას იჩენს, საკუთარი ეკლესიის პოზიციას დაუპირისპირდა. ახლახან გამოსულ დოკუმენტურ ფილმში — Francesco — რომლის პრემიერაც რომის კინოფესტივალზე შედგა, პაპი ფრანცისკე ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო კავშირის გაფორმებას მხარს უჭერს. ლგბტქ ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე საუბრისას კათოლიკური ეკლესიის ლიდერი პირდაპირ შეეხო სამოქალაქო ქორწინების საკითხს.
"ჰომოსექსუალ ადამიანებს ოჯახში ყოფნის უფლება აქვთ. ისინი უფლის შვილები არიან, ამდენად ისეთი სამოქალაქო კავშირის კანონის შექმნა გვჭირდება, რომელიც მათაც შეეხება. მე ამას მხარს ვუჭერ" — განაცხადა პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი მხარდაჭერა გეი ადამიანებს, როგორც "ღვთის შვილებს" ღიად გამოუცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად გაურკვეველი იყო, როდის გააკეთა პაპმა მსგავსი განცხადება, ფილმის რეჟისორი, ევგენი აფინეევსკი, აღნიშნავს, გადაღებისას პირადად მასთან ისაუბრა ამ თემაზე.
აღსანიშნავია, რომ კათოლიკური სამყარო ჰომოსექსუალურ კავშირს "ნიშანდობლივ გადახრას" უწოდებს და ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას ეწინააღმდეგება.
2003 წელს, პაპ იოანე პავლე II-ის მმართველობის პერიოდში, რწმენის დოქტრინის კრებაზე (რომელსაც მოგვიანებით პაპი ბენედიქტე XVI უძღვებოდა), "მიღებული წინადადებების საფუძველზე განიხილებოდა ჰომოსექსუალური კავშირების აღიარების საკითხი", მაგრამ დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ "თუმცაღა ეკლესია ხალხს ჰომოსექსუალი ადამიანებისადმი პატივისცემისკენ მოუწოდებს, ამას არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვება ჰომოსექსუალური ქცევის მიღება და ამგვარი კავშირების აღიარება".
პაპ ფრანცისკესთან ჩაწერილი ინტერვიუს გარდა ფილმში ვატიკანში მოღვაწე სხვა კლერიკებიც ჩნდებიან, მათ შორის კარდინალი ლუი ტაგლეი და პაპის სხვა თანამოაზრეები. დოკუმენტურ ნამუშევარში ვხვდებით ისეთ თემებს, როგორიცაა ფრანცისკეს მხარდაჭერა ემიგრანტებისა და ლტოლვილებისადმი, ქალის როლი საზოგადოებაში, ლგბტქ საკითხები და საეკლესიო პირებთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალები. .
პაპის სოციალურ როლზე საუბრისას მოხსენიებულია ეპისკოპოსის ამბავიც, როცა იგი ორ იტალიელ კაცს ოჯახის შექმნაში დაეხმარა და ურჩია, შვილები ეკლესიის მრევლად აღეზარდათ. როგორც ერთ-ერთი პარტნიორი აცხადებს, ეს განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები