8 საინტერესო ფაქტი ქალების მიერ საარჩევნო ხმის უფლების მოპოვების ისტორიიდან
ქალების მიერ საარჩევნო ხმის უფლების მოპოვების ისტორია საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანია. მსოფლიოს უახლეს ისტორიამდე ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ, მათ შორის არც ანტიკურ საბერძნეთსა და რომის რესპუბლიკაში, არც მე-18 საუკუნის ბოლოს ევროპაში ახლად წარმოქმნილ დემოკრატიულ სახელმწიფოებში.
ქალთა საარჩევნო ხმის უფლების საკითხი განსაკუთრებით მწვავე პრობლემად მე-19 საუკუნეში იქცა და აქედანვე დაიწყო მისი მოპოვებისთვის აქტიური ბრძოლა.
გთავაზობთ 8 საინტერესო ფაქტს ამ მძიმე და მრავალწლიანი ბრძოლის ისტორიიდან:
1. ქალთა საარჩევნო უფლების მოძრაობა შავკანიანთა მონობის გაუქმების მოძრაობიდან წარმოიშვა
ბევრმა ადრეულმა სუფრაჟისტმა — ქალთა საარჩევნო უფლებისთვის მებრძოლმა — აქტივისტმა გზა 1830-იანი წლების აბოლიციონისტური — შავკანიანთა მონობის გაუქმებისთვის მებრძოლი — მოძრაობიდან გაიკვალა. აბოლიციონისტური ჯგუფები ქალებს დამონებული ხალხის სანაცვლოდ საუბრის, წერისა და გაერთიანების საშუალებას აძლევდა, ზოგჯერ კი წამყვან პოზიციებზეც აყენებდა.
1840 წელს, მას შემდეგ რაც მოტ და ელიზაბეტ სტენტონები ლონდონში მსოფლიოს მონობის საწინააღმდეგო კონვენციას დაესწრნენ, მათ აიძულებს, გალერეაში გადასულიყვნენ დამსწრე ყველა სხვა ქალთან ერთად. ამით აღძრულმა ბრაზმა და აღშფოთებამ ისინი იქამდე მიიყვანა, რომ 8 წლის შემდეგ ნიუ-იორკში აშშ-ის ქალთა უფლებების პირველი კონვენცია მოეწყოთ.
ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის მიზნები ადრეულ წლებში ბევრად მეტს მოიცავდა, ვიდრე მხოლოდ საარჩევნო ხმის უფლებას. უფრო დიდ მიზნებს შორის იყო წვდომა განათლებასა და მუშაობასთან, თანასწორობა ქორწინებაში და დაქორწინებული ქალის უფლება, ჰქონოდა საკუთარი ქონება; ასევე მეურვეობა საკუთარ შვილებზე და კონტროლი საკუთარ სხეულზე.
2. ქვეყნების უმეტესობაში ქალებმა საარჩევნო ხმის უფლება 1893-1960 წლებში მიიღეს
1893 წელს ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა თუ ტერიტორია, რომელმაც ქალებს ეროვნულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიანიჭა. Pew Research-ის მიხედვით, აშშ-ში 1920 წელს მე-19 შესწორების — ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭების — მიღებამდე ამის უფლება ქალებს კიდევ მინიმუმ 19 ქვეყანაში ჰქონდათ.
ევროპაში ექვსი ქვეყნის გარდა ყველაში ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1960 წლამდე მოიპოვეს. რამდენიმე გამონაკლისს შორის არიან შვეიცარია (1971), პორტუგალია (1976) და ლიხტენშტეინი (1984).
მსოფლიოს სხვა რეგიონებში ქალებმა ეროვნულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ დიდი კულტურული თუ სამთავრობო ცვლილებების შემდეგ მოიპოვეს. მაგალითად, Pew Research-ის მიერ გაანალიზებული აფრიკის ქვეყნების 80%-ში ეს 1950-სა და 1975 წლებს შორის მოხდა — იმ პერიოდში, როდესაც კონტინენტმა ევროპისგან ფართომასშტაბიანი დეკოლონიზაცია მოახერხა (იმავენაირად აზიისა და სამხრეთ ამერიკის გარკვეულ ნაწილებში). ახლად ჩამოყალიბებულმა ბევრმა ქვეყანამ საარჩევნო ხმის უფლება საყოველთაო გახადა.
ბჰუტანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეროვნული არჩევნები მხოლოდ ამ საუკუნეში დააწესეს. ბჰუტანი მონარქიიდან საპარლამენტო დემოკრატიად 2007 წელს იქცა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კი 2006 წელს ქვეყნის პირველ ეროვნულ არჩევნებში ქალი და კაცი მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილს მისცეს ხმის უფლება. ქუვეითმა ეს შესწორება 2005 წელს შეიტანა და ქალებს ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, ყველაზე გვიან კი ქალებს ადგილობრივ არჩევნებში (ქვეყანაში ეროვნული არჩევნები არ ტარდება) საარჩევნო ხმის უფლება 2011 წელს საუდის არაბეთში მიეცათ.
3. სიუზენ ბ. ენტონიმ და 15-მა სხვა ქალმა 1872 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკანონოდ მისცეს ხმა
1868 წელს 172 შავკანიანი და თეთრკანიანი ქალი აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, არჩევნებზე საკუთარი საარჩევნო ბიულეტენებითა და ურნით მივიდნენ, რათა იმ წლის ეროვნულ არჩევნებში ხმა მიეცათ. 1870-72 წლებში 100-მა ქალმა სცადა საკუთარი ხმის დარეგისტრირება კოლუმბიის ოლქში. საბოლოოდ, 1872 წელს, სიუზენ ბ. ენტონი 16 ქალისგან შემდგარ ჯგუფს გაუძღვა და მათ ნიუ-იორკში საკუთარი ხმის დაფიქსირება მოითხოვეს.
16-ივე მათგანი დააკავეს, ენტონის კი ბრალად წაუყენეს მე-14 შესწორების დარღვევა, რომელიც აშშ-ის 21 წელს გადაცილებულ კაცებს ხმის მიცემის უფლებას აძლევდა. მოსამართლე უორდ ჰანტმა ენტონის საკუთარი თავის დაცვის საშუალება არ მისცა და ის დამნაშავედ სცნო. ენტონის მან $100-იანი ჯარიმა დააკისრა, რომლის გადახდაზეც ქალმა უარი განაცხადა და მოსამართლე იძულებული იყო, ის ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოლოდა ან ციხეში გაეშვა. ჰანტმა იცოდა, რომ ეს ენტონის აშშ-ის უზენაეს სასამართლოში აპელაციის საშუალებას მისცემდა, ამიტომ უარი განაცხადა.
მართალია, ამ დროისთვის მისი სასამართლო საქმე უკვე დახურული იყო, "დეიდა სიუზენმა" საყოველთაო პატივისცემა მოიპოვა და თავისი მამაცი მაგალითით ახალგაზრდა ქალები შთააგონა, რისი წყალობითაც მისი მიზანი მისი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ საბოლოოდ მაინც მიიღწა.
4. ქალმა არჩევნებში კენჭი ხმის მიცემის უფლებამდე 50 წლით ადრე იყარა
ვიქტორია ვუდჰალი — აშშ-ის სუფრაჟისტული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა — საკმაოდ ღარიბი და ექსცენტრული წარმომავლობის იყო. ბავშვობაში ის და მისი და ტენესი კლაფლინი ოჯახურ შოუში ექსტრასენსულ მოსმენებსა და სამკურნალო სესიებს უძღვებოდნენ. 1870 წელს სარკინიგზო მაგნატის, კორნელიუს ვანდერბილტის, დახმარებით დებმა საბროკერო ფირმა გახსნეს. მათ უოლ-სტრიტიდან მიღებული შემოსავალი იმ საკამათო გაზეთის დასაფინანსებლად გამოიყენეს, რომელიც ისეთ მიზნებს უჭერდა მხარს, როგორებიცაა პროსტიტუციის ლეგალიზაცია და სიყვარულის თავისუფლება.
ვიქტორიამ ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტების პატივისცემა დაიმსახურა, როდესაც მან სუფრაჟისტების მხარდასაჭერად 1871 წელს წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის წინაშე იკამათა, მომდევნო წელს კი თანასწორი უფლებების პარტიამ ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. 1872 წლის არჩევნებისთვის ვუდჰალს მოწინააღმდეგეებმა დროებით სძლიეს და არჩევნების დღე მან ციხეში გაატარა მას შემდეგ, რაც ცნობილი რელიგიური მოღვაწის, ჰენრი უორდ ბიჩერის, შესახებ სტატია გამოაქვეყნა და მას მრუშობაში დასდო ბრალი. საბოლოოდ ვიქტორიას ყველა ბრალდება მოუხსნეს, ის ინგლისში გადასახლდა და მდიდარ ბანკირზე იქორწინა.
5. ქალთა უფლებების მოძრაობას საკუთარი ჩაცმულობა ჰქონდა
1851 წელს ელიზაბეტ სმით მილერმა რადიკალურად ახლებური ჩაცმულობა შემოიღო: მუხლის სიგრძის მოკლე კაბა, რომელსაც შიგნით კოჭებამდე გასდევდა თურქული სტილის ვიწრო და თხელი შარვალი. ამელია ჯენკს ბლუმერმა, რომელიც ქალების ნოვატორული გაზეთის, The Lily-ს, გამომცემელი იყო, მილერის ახალ ჩაცმულობაზე სტატიები დაწერა და მისი ილუსტრაციები დაბეჭდა. მან თვითონაც კი ჩაიცვა რაღაც მსგავსი და სხვა ქალებს მოუწოდა, რომ თავიანთი მძიმე, უზარმაზარი კრინოლინიანი კაბები მოეშორებინათ და ახალ სტილზე გადმოსულიყვნენ. იმ ფაქტის ილუსტრირებასთან ერთად, რომ ქალებს კაბის მიღმა ფეხები ჰქონდათ (შოკისმომგვრელი სიახლე!), ეს ე.წ. "ბლუმერები" ქალებს კარებში, კარეტებსა და მატარებლებში ასვლასა და ატალახებულ ქუჩაში სიარულს უმარტივებდა.
"ბლუმერები" მალე ისე პოპულარული გახდა, რომ ისინი ქალთა უფლებების მოძრაობის სინონიმად იქცა, მოძრაობის კრიტიკოსებისთვის კი — სამარცხვინოდ. მართალია, ისეთმა აქტივისტებმა, როგორიც სიუზენ ბ. ენტონი იყო, ამ სტილზე უარი თქვეს იმის გააზრების შემდეგ, რომ ქალები კაბის გამო უფრო მეტ ყურადღებას იღებდნენ, ვიდრე მათი მესიჯის, მაგრამ ამ ადრეულმა მოდურმა აჯანყებამ საბოლოოდ გზა გაუკვალა ქალებს, ჩაეცვათ ის, რაც სურდათ.
6. ზოგი ქვეყანა თავიდან მაინც ზღუდავდა ქალების საარჩევნო ხმის უფლებებს რასის, ასაკის, განათლების დონისა და ქორწინების სტატუსის მიხედვით
ზოგ შემთხვევაში ათწლეულები გავიდა, სანამ პოლიტიკური უფლებები ყველა მოქალაქეს მიენიჭებოდა. მაგალითად, აშშ-ში მე-19 შესწორების რატიფიცირებიდან ოთხი ათწლეულის შემდეგ, 1965 წელს, მიიღეს საარჩევნო უფლებების აქტი, რომელიც იმ დისკრიმინაციულ სახელმწიფოებრივ და ლოკალურ შეზღუდვებს დაუპირისპირდა, რომელიც შავკანიანებს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდა.
მსგავსი შეზღუდვები მხოლოდ აშშ-ში არ ყოფილა. კანადაში 1918 წლის კანონმა ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცა, თუმცა ის კანადელებს გამოყოფდა აზიელი კანადელებისა და ადგილობრივებისგან. აზიელმა კანადელებმა ეს უფლება 1940-იანებში მიიღეს, ადგილობრივებმა კი — 1960 წელს.
ავსტრალიაში ადგილობრივ ქალებს საარჩევნო ხმის უფლება 1962 წლამდე არ ჰქონდათ — ანუ მთელი 6 ათწლეული მას შემდეგ, რაც არაადგილობრივმა ქალებმა ეს უფლება მოიპოვეს. სამხრეთ აფრიკაში 60 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 1930 წელს თეთრკანიანმა ქალებმა ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს, ხოლო 1993 წელს, აპართეიდის დასრულების შემდეგ — შავკანიანმა ქალებმა.
როდესაც ინდოეთმა პირველად გაავრცელა საარჩევნო ხმის უფლება ქალებზე 1935 წელს, ეს უფლება მხოლოდ იმ ქალებს მიენიჭათ, რომლებიც ხმის მიმცემ კაცზე იყვნენ დაქორწინებულნი ან რომლებსაც განსაზღვრული განათლება ჰქონდათ მიღებული. აქ ხმის მიცემის უფლება საყოველთაო 1950 წელს გახდა.
ზოგ ქვეყანაში თავიდან ასევე ხმის მიცემის უფლება ქალებს უფრო მაღალი მინიმალური ასაკიდან მიეცათ, ვიდრე კაცებს. მაგალითად, 1915 წელს ისლანდიაში 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა მიიღეს საარჩევნო ხმის უფლება. ხუთი წლის შემდეგ ამ ასაკმა 25 წლამდე დაიწია და კაცებისას გაუთანაბრდა.
7. საქართველოში ქალებმა საარჩევნო ხმის უფლება ერთ-ერთმა პირველებმა 1918 წელს მოიპოვეს
დიახ, ნამდვილად ასეა. მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1918 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა "დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა", რომელიც იმ დროისთვის ძალიან პროგრესული იყო. მის მიხედვით, დამფუძნებელი კრების წევრები პროპორციული წესისამებრ ირჩეოდნენ საყოველთაო არჩევნებით, რომელში ხმის მიცემაც ყველას შეეძლო "განურჩევლათ სქესისა". ხმის მიცემისა და დეპუტატად არჩევის უფლება ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც მიეცათ.
გარდა ამისა, დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობა 20 წელს გადაცილებულ ნებისმიერი სქესის მოქალაქეს შეეძლო. 1919 წლისთვის — ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდათ — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატიდან 5 ქალი იყო: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი და ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.
8. არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო
აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე პატარა სოფელი ყარაჯლარი, რომლის მოსახლეობაც ძირითადად მუსლიმი აზერბაიჯანელებისგან შედგება, 100 წლის წინ დემოკრატიის ძალიან კარგი მაგალითი იყო — აქ 1918 წელს დეპუტატის თანამდებობაზე მუსლიმი ქალი ფარიხან სოფიევა აირჩიეს.
ფარიხან სოფიევას შესახებ დიდწილად ადგილობრივ მოსახლეობაში მასზე არსებული მოგონებებიდან ვიცით. ის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში პატრიარქალური მუსლიმური წყობისთვის კატეგორიულად მიუღებელი ქცევით გამოირჩეოდა — როგორც ხალხი იხსენებს, ფარიხანი თუთუნს ეწეოდა და იარაღსაც ატარებდა.
1918 წელს იმისთვის, რომ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ქვეყანაში უმცირესობების უფლებები, რელიგიის თავისუფლება და საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის სისტემა კონსტიტუციით ყოფილიყო დაცული, არჩევნების ჩატარება სოფლებში დაიწყეს. როგორც ჩანს, სოფიევა თავის სოფელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რადგან, როგორც არქივში შენახული დოკუმენტიდან ირკვევა, ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უწევდა კონკურენციას.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარომელი უფრო დიდხანს იკავებს წყალქვეშ სუნთქვას: დელფინი, თუ ზარმაცა? რომელი უფრო დიდხანს იკავებს წყალქვეშ სუნთქვას: დელფინი, თუ ზარმაცა?
-
გადახედვააშშ-ის საელჩო საქართველოში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს აშშ-ის საელჩო საქართველოში მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს
-
გადახედვაკვანტური ექსპერიმენტის თანახმად, სინათლე 37 განზომილებაში არსებობს კვანტური ექსპერიმენტის თანახმად, სინათლე 37 განზომილებაში არსებობს
-
გადახედვაშესაძლოა, გამყინვარების ეპოქის ევროპელებს პირსინგები ჰკეთებოდათ შესაძლოა, გამყინვარების ეპოქის ევროპელებს პირსინგები ჰკეთებოდათ
-
გადახედვა4 თებერვალს, "ოცნების" პარლამენტში საგაზაფხულო სესია მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება 4 თებერვალს, "ოცნების" პარლამენტში საგაზაფხულო სესია მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება
-
გადახედვასომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება
-
გადახედვააზერბაიჯანელ აქტივისტს სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აზერბაიჯანელ აქტივისტს სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს ნონა ქურდოვანიძე: შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს
-
გადახედვა"ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტისთვის PACE-ის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტისთვის PACE-ის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს
-
გადახედვაDRC: "ქართული ოცნება" რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს DRC: "ქართული ოცნება" რეპრესიული პოლიტიკის დაკანონებას ცდილობს
-
გადახედვამამა გიორგი წეროძე ხარებას: ზვიად, თქვენ სცოდავთ როცა სასტიკად ექცევით პროტესტანტს, ყველა ვინც თქვენს გარშემო ასე იქცევა ასევე მძიმედ სცოდავს მამა გიორგი წეროძე ხარებას: ზვიად, თქვენ სცოდავთ როცა სასტიკად ექცევით პროტესტანტს, ყველა ვინც თქვენს გარშემო ასე იქცევა ასევე მძიმედ სცოდავს
-
გადახედვაჩინელმა ასტრონავტებმა ხელოვნური ფოტოსინთეზით რაკეტის საწვავი და ჟანგბადი შექმნეს ჩინელმა ასტრონავტებმა ხელოვნური ფოტოსინთეზით რაკეტის საწვავი და ჟანგბადი შექმნეს
-
გადახედვასსს: შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებზე გამოძიება დაიწყო სსს: შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებზე გამოძიება დაიწყო
-
გადახედვაგიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — განაჩენი გასაჩივრდება გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — განაჩენი გასაჩივრდება
-
გადახედვანიკა მელია: ეს არის მოცემულობა, როდესაც აღარც სახლში დაგედგომება, აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში ნიკა მელია: ეს არის მოცემულობა, როდესაც აღარც სახლში დაგედგომება, აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში
-
გადახედვამსოფლიოში უდიდეს აისბერგს 19-კილომეტრიანი ყინულის მასა მოწყდა მსოფლიოში უდიდეს აისბერგს 19-კილომეტრიანი ყინულის მასა მოწყდა
-
გადახედვაSJC: აქციაზე ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან SJC: აქციაზე ჩანდა აბსოლუტურად შეუკავებელი ძალადობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიციის მიერ წესრიგის დაცვასთან
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, თბილისი მოლთან 2 თებერვლის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს შსს-ს ინფორმაციით, თბილისი მოლთან 2 თებერვლის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა
-
გადახედვასაია: მოშიმშილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისა შესახებ ინფორმაციას ითხოვს საია: მოშიმშილე თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისა შესახებ ინფორმაციას ითხოვს
-
გადახედვაინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა: 4 დაკავებულ მომიტინგეს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა: 4 დაკავებულ მომიტინგეს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება
კომენტარები