ჰეტეროსექსუალის როლს აღარ ვითამაშებ — უენტუორთ მილერი "გაქცევას" გამოეთიშა
მრავალი მაყურებელი იტოვებდა იმედს, რომ ეკრანებზე კვლავ იხილავდა საყვარელი სერიალის გაქცევა (Prison Break) გაგრძელებას, თუმცა შოუს მთავარ ვარსკვლავს, უენტუორთ მილერს აღარ აქვს სურვილი, რომ მაიკლ სკოფილდის როლი კვლავ მოირგოს.
მსახიობმა 9 ნოემბერს ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოქვეყნებული მიმართვით დააანონსა, რომ ამ ცნობილ სერიალში მონაწილეობას აღარ მიიღებს და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა:
"ოფიციალურად გამოვეთიშე გაქცევას. აღარ მინდა ჰეტეროსექსუალი პერსონაჟები განვასახიერო. მათი ისტორიები მრავალჯერაა მოთხრობილი უკვე. შესაბამისად, მაიკლს ეკრანზე ვეღარ იხილავთ. თუ შოუს ფანი იყავით და ახალ სეზონებს ელოდით, მესმის თქვენი იმედგაცრუება და ვწუხვარ", — ვკითხულობთ მილერის განცხადებაში.
მსახიობმა ამავე განცხადების დასაწყისში სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის პრობლემატურობაზე ისაუბრა, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს იმ მოზარდებს უქმნის, რომლებიც საკუთარი იდენტობის გარკვევას იწყებენ.
"საკუთარ თავზე არ ვდარდობ. ამ სივრცეში მე ვერ დამამცირებთ, რადგან მეტისმეტი ძალაუფლება მაქვს: "წაშალე. დაბლოკე. გააუქმე". მაგრამ სერიოზულ პასუხისმგებლობას ვიღებ ქვიარ ბავშვებზე, რომლებიც ჩემს გვერდს სტუმრობენ და არ მინდა, იდიოტობების კითხვა მოუწიოთ", — წერს მილერი.
უენტუორთ მილერის განცხადებას მსახიობი სარა უეინ კელისი გამოეხმაურა, რომელიც ამავე სერიალში მაიკლ სკოფილდის ცოლს — სარას განასახიერებს.
"საერთო საქმის პატივისცემითა და დიდი სიყვარულით მხარს ვუჭერ მის არჩევანს. ყველა ფანმა უნდა იცოდეს, რომ გაქცევის სამსახიობო გუნდი ქვიარ ადამიანებისთვის მეგობრული გარემოა. ჩვენი LGBTQ+ თემის წევრ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვუჭერთ მხარს მათ შემოქმედებით საქმიანობას და უფლებებისთვის ბრძოლისას გვერდში ვუდგავართ. ყოველთვის", — ამბობს სარა უეინ კელისი.
გაქცევის პრემიერა 2005 წელს შედგა და მალევე მილიონობით მაყურებლის გული მოიგო მთელ მსოფლიოში. სერიალი მეოთხე სეზონით 2009 წელს დასრულდა, თუმცა 8 წლის შემდეგ ახალი, მეხუთე სეზონიც გადაიღეს და ბოლო პერიოდში ასევე ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, რომ შოუს გაგრძელება ისევ იგეგემება: მაგალითად, დომინიკ პარსელმა სექტემბერში ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ სერიალის მეექვსე სეზონის გადაღებები იწყებოდა, თუმცა ამჟამად ეს პოსტი მისი გვერდიდან წაშლილია.
სავარაუდოდ, შემდეგ სეზონებს ვეღარ ვიხილავთ ან თუ მაინც გადაიღებენ ისტორიის გაგრძელებას, ეს უენტუორთ მილერის გარეშე მოხდება.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები