ალან რიკმანის დღიურები წიგნად გამოიცემა
ცნობილი მსახიობის, ალან რიკმანის, 27 ხელნაწერი დღიურისგან შემდგარი წიგნი, რომელიც კინოვარსკვლავის კარიერასა და ცხოვრებაზე "მახვილგონიერ, სიტყვაუხვ და უკიდურესად გულწრფელ" ნააზრევს მოიცავს, წერის დაწყებიდან 25 წლის შემდეგ წიგნად გამოიცემა.
გამომცემლობა Canongate-მა მსახიობის დღიურებზე საავტორო უფლებების მოპოვების შემდეგ განაცხადა, რომ წიგნი, სახელწოდებით ალან რიკმანის დღიურები, 2022 წლის შემოდგომაზე გამოვა.
რიკმანი დღიურების ხელით წერას, მომავალში მათი წიგნად გამოცემის განზრახვით, 1990-იანი წლების დასაწყისში შეუდგა. იმ დროისათვის მას უკვე განსახიერებული ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი, მისი სამსახიობო კარიერა კი აღმავლობის გზას ადგა. მან წერა მომდევნო 25 წლის განმავლობაშიც გააგრძელა, როცა ისეთ საკულტო ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიც გალაქტიკის ძიება, ჰარი პოტერი, გრძნობა და გონება, ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში და ნამდვილი სიყვარულია. დღიურებს მსახიობი 2016 წლამდე წერდა, როცა იგი 69 წლის ასაკში პანკრეასის სიმსივნისგან გარდაიცვალა.
ალან რიკმანის დღიურების რედაქტორი ალან ტეილორი იქნება, რომელმაც ერთ წიგნად აკინძა ბეატრის პოტერის, დოროთი ვორდსვორთისა და ჯონ ფაულზის მემუარული ნაწერები.
"მოხარული ვარ, რომ Canongate ალანის დღიურებს გამოსცემს, ალან ტეილორზე უკეთეს რედაქტორს კი ალბათ ვერც ვინატრებდით", — ამბობს რიმა ჰორტონი, რიკმანის ყოფილი ცოლი, რომელთან ერთადაც მსახიობი 1965 წლამდე ცხოვრობდა, — "დღიურებში გამოვლენილია ალანის სახე, არა მხოლოდ როგორც მსახიობის, არამედ როგორც ნამდვილი პიროვნების — იუმორის მისეული გრძნობით, გულმოდგინე ხასიათით, ხელოსნობის საოცარი ოსტატობით და ხელოვნებისადმი უდიდესი სიყვარულით".
ტეილორის შეფასებით, რიკმანის დღიურები "სასაცილო, მოურიდებელი, მახვილგონიერი, სიტყვაუხვი და უკიდურესად გულწრფელი ნაწერია, რაც მას შესანიშნავ საკითხავად აქცევს. თავად დღიური კი სწორუპოვარი შორსმჭვრეტელობით აღწერს მთელ მსოფლიოში პოპულარული ღირსშესანიშნავი მსახიობის ყოველდღიურობას".
დღიურები არაერთგვაროვან თემებს ეხება: მსახიობობა, მეგობრობა, პოლიტიკა და რაც არაერთი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო საკითხავი იქნება — კადრსმიღმა მომხდარი ამბები, მათ შორის ჰარი პოტერის გადასაღები მოედნიდან.
"თუმცა ყველაფერზე მეტად, დღიურები მაინც ნამდვილი ალან რიკმანის სახეა — მხიარული, საქმისადმი თავდადებული და ზოგჯერ გამომწვევი. ეს კი მისი ხელოვნების ახლებური გააზრების საშუალებას გვაძლევს", — აღნიშნავს გამომცემელი, — "ალანის დღიურები ისეა დაწერილი, თითქოს უახლოეს მეგობარს ესაუბრებოდეს. მათში მოკლე, სხარტად გადმოცემული აბზაცებით სრულყოფილი სურათია შექმნილი. მისი მეშვეობით ჩვენ მსახიობის შეხედულებებსა და წარმოდგენებს უფრო ახლოდან ვეცნობით. ეს არის ძალიან ინტიმური, შემეცნებითი და სახალისო ტექსტი".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები