ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში მთავრობის დამტკიცების სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მიმართა და მას განათლების მისიაზე დაუსვა შეკითხვები.

"ჩვენი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს განათლების მისია? როგორი პიროვნების აღზრდა გვსურს ჩვენ, რათა მთლიანად განათლების რეფორმის შედეგად მივიღოთ ის, რაც გვსურს. რაც ალბათ, მნიშვნელოვანია", — განაცხადა მან.

დღეს პარლამენტში მთავრობას უსმენენ. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.