არმი ჰამერის ექსები მისი კანიბალისტური ფანტაზიების შესახებ საუბრობენ
"მისი ქმედებები სახიფათოა და ემოციურად და ფსიქოლოგიურად დამაზიანებელი"
მოდი, თავიდან დავიწყოთ. დაახლოებით ერთი კვირის წინ ინტერნეტში გადაუმოწმებელი სქრინშოთები გავრცელდა, სადაც არმი ჰამერი წერს, რომ ის "100%-ით კანიბალია"
მიმოწერაში, რომელიც ტვიტერის ანგარიშმა @houseofeffie გააზიარა, მსახიობი საუბრობს ისეთ თემებზე, როგორებიცაა კანიბალიზმი, სისხლის დალევა, უხეში სექსისა და გაუპატიურების ფანტაზიები.
არმიმ Variety-სთან საუბარში ბრალდებებს "უაზრობა" უწოდა.
სკანდალის გახმაურების შემდეგ არმის ექსმა კორტნი ვუცეკოვიჩმა, რომელიც მსახიობს 2020 წლის ივნისიდან 2020 წლის ოქტომბრამდე ხვდებოდა, Page Six-თან საუბარში ურთიერთობის დეტალები მოყვა: "მეუბნებოდა, რომ უნდოდა ჩემი ნეკნი გადაეტეხა, შეეწვა და შეეჭამა"
"ძალიან უცნაური იყო. მეუბნებოდა, რომ უნდოდა, შევეჭამე. თუ ხელზე პატარა ნაკაწრი მქონდა, სისხლს მწოვდა და ჭრილობას მილოკავდა, თუმცა ამაზე ღრმად ამ თემებში არ შევსულვართ", — დაამატა მან.
ცოტა ხნის წინ კი არმი ჰამერის კიდევ ერთმა ექსმა 22 წლის პეიჯ ლორენცმა გაიხსენა, როგორი იყო ჰამერთან მისი სასიყვარულო ურთიერთობა.
პეიჯი, რომელიც მსახიობს 2020 წლის მიწურულს ხვდებოდა, ამბობს, რომ მთელი სხეული დაკბენილი ჰქონდა: "მეუბნებოდა, რომ ამით უნდა მეამაყა. როცა ერთად ვიყავით, სულ დალურჯებული ვიყავი".
"უნდოდა, რომ ლოს-ანჯელესში ექიმი ეპოვა, რომელიც ნეკნს ამომიღებდა, რადგან, მისი თქმით, მაინც არ მჭირდებოდა. შემდეგ კი უნდოდა, რომ ეს ნეკნი შეეწვა და ეჭამა, მე კი მეყურებინა", — უთხრა მოდელმა გამოცემას, — "ეს არაერთხელ უთქვამს. არ ხუმრობდა".
პეიჯმა ასევე დეტალურად გაიხსენა, როგორ დააწერა მსახიობმა დანით სხეულზე A.
"უყვარდა ხოლმე, როცა დანით "მეთამაშებოდა". ხანდახან მიქნევდა დანას, ან კანზე მადებდა. როგორც წესი, არაფერს მტკენდა ხოლმე, მაგრამ ერთ ღამესაც გადაწყვიტა, რომ უნდოდა, რომ თავის საკუთრებად მოვენიშნე და თავისი სახელი ამოეჭრა ჩემს ტანზე. მეუბნებოდა, რომ ეს "ერთგულების ჟესტი" იყო და იმის ნიშანი იქნებოდა, რომ დიდხანს ვიქნებოდით ერთად. მე არ მეგონა, რომ სერიოზულად ამბობდა. ზედ დამხედა და მკითხა, სად დაგაწერო A? და სანამ პასუხს გავცემდი, მუცლის ქვედა მხარეს ჩამარჭო დანა. ძალიან მეტკინა, მაგრამ არ მინდოდა, სუსტი გამოვჩენილიყავი. მერე მითხრა, საკმარისად ღრმა არ არისო (ნამდვილად არ იყო ასე). სამზარეულოს დანის მოტანას აპირებდა, რომ ჭრილობა გაედიდებინა. სისხლი რომ მომდიოდა, მილოკავდა და ეს რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მეშინოდა, რომ ინფექცია შემეჭრებოდა. მოგვიანებით ჭრილობა გავიწმინდე და შევიხვიე".
პეიჯის თქმით, არმიმ იცოდა, რომ ჭრილობის გამო პეიჯი ცუდად გრძნობდა თავს: "იცოდა, რომ ცუდად მომექცა, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია. მეორე დღეს სხვა ადამიანებსაც კი მოუყვა იმის შესახებ, რაც გააკეთა. ძალიან შემრცხვა და თავი დამცირებულად ვიგრძენი, მან კი მითხრა: "უნდა იამაყო, ისეთს არავის ვეტყოდი, ვინც ამ ამბავს ვერ დააფასებდა".
"ამ ყველაფრის რაციონალიზაციას იმით ვახდენდი, რომ წყვილი ვიყავით, სინამდვილეში სიმართლეს თვალს ვერ ვუსწორებდი. ვაპირებ, რომ ნაწიბური ლაზერით მოვიშორო. მინდა, რომ არმიმ საკუთარი დემონები დაამარცხოს, დაინახოს, რამდენი ტკივილი მოუტანა მე და სხვა ქალებს. ფეტიშების გამო არ ვაკრიტიკებ — მინდა, რომ ეს ცხადი იყოს. მისი ქმედებები ემოციურად და ფსიქოლოგიურად დამაზიანებელია. ამბობს, რომ მას სექსუალური გემოვნების გამო სდევნიან, თუმცა სინამდვილეში BDSM-ს ფარად იყენებს. შეიძლება, რომ თანხმობის მიუხედავად, სექსმა მაინც მოგაყენოს ტრავმა. მიუღებელია, რომ ქალებს ამაში ითრევს".
არმი ჰამერის ადვოკატის სიტყვებით, "ეს ბრალდებები საფუძველს მოკლებულია. ნებისმიერი ინტერაქცია, რომელიც ჰამერს პეიჯთან ან სხვა პარტნიორებთან ჰქონდა, ორმხრივი შეთანხმების ნაწილი იყო და წინასწარ იყო განხილული".
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
კომენტარები