ბრიტნიზე გადაღებულ ფილმში ტიმბერლეიკის არც ისე კარგი მხარე ჩანს
5 თებერვალს, New York Times-ის დოკუმენტური ფილმი, Framing Britney Spears გავრცელდა. ფილმი, რომლის ნახვაც Hulu-ზე და FX-ზე შეგიძლიათ, ბრიტნი სპირსის ბავშვობიდან იწყება და მეურვეობის საკითხებზე და მოძრაობა #FreeBritney-ზეც ყვება.
Framing Britney Spears — პოპ ვარსკვლავის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს
ფანების განსაკუთრებული ყურადღება იმ მომენტებმა მიიქცია, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს ეხება. ჯასტინი და ბრიტნი 3 წლის განმავლობაში, 2002 წლამდე ხვდებოდნენ ერთმანეთს.
დოკუმენტური ფილმი მათი დაშორების შემდეგ მომხდარ ორ მნიშვნელოვან მომენტს უსვამს ხაზს: ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერის — Cry Me A River-ის ტექსტში ასეთი მონაკვეთი გვხვდება: "ეს მასთან[კაცთან] უბრალოდ საუბარს სულაც არ ჰგავდა", რაც ღალატზე მინიშნებას შეიცავს. სიმღერა ბრიტნისთან დაშორების შემდეგ დაიწერა და პოპ პრინცესასთან ურთიერთობით იყო შთაგონებული. მეორე მომენტი ჯასტინის ინტერვიუებია, რომლებშიც მომღერალი ბრიტნისთან სექსზე საუბრობს.
ბრიტნი სპირსის თქმით, იმ პერიოდში ჯასტინ ტიმბერლეიკის გარდა სექსი არავისთან ჰქონდა, თუმცა მისი პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალები საჯარო განხილვის საგანი გახდა და მომღერალი ზეწოლის მსხვერპლი იყო. ჯასტინ ტიმბერლეიკს კი "კარგი ტიპის" იმიჯი მიაწერეს.
ფანების აზრით ჯასტინ ტიმბერლეიკმა კარიერა ბრიტნის სპირსის იმიჯზე მიყენებული დარტყმებით ააგო.
"ბრიტნიზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებ და იქნებ 2021 წელს მაინც ვთქვათ ხმამაღლა, რომ ჯასტინის კარიერა ბრიტნის დამცირებაზე, პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გამოტანაზე დგას".
"20 წლის წინაც ამ აზრზე ვიყავი და ახლაც იგივეს გავიმეორებ: ჯასტინ ტიმბერლეიკი ნაგავია. სამწუხაროდ თეთრკანიან ჰეტეროსექსუალ კაცს ამ უმსგავსობისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს".
ტიმბერლეიკმა სპირსთან ურთიერთობის პერიოდი რამდენიმე დღის წინაც გაიხსენა, როდესაც ცნობილ ჯინსებიან ფოტოზე თქვა, რომ სურს ეს კადრი ყველამ დაივიწყოს, მაგრამ ასე არ ხდება. მომღერლის ქმედება ჯენეტ ჯექსონის იმიჯის დაზიანების მიზეზიც გახდა, თუმცა ტიმბერლეიკს არც აღნიშნული საქციელის გამო მოუხდია ბოდიში.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
კომენტარები