ოქროს გლობუსის 2021 წლის დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმად Nomadland (მომთაბარეთა მიწა) დასახელდა, ამ კინოსურათის რეჟისორმა, ქლოა ჭაომ კი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მიიღო ჯილდო, რითიც მეორე ქალი გახდა, ვისაც 78-წლიანი ისტორიის მქონე დაჯილდოებაზე ამ ნომინაციაში გაუმარჯვია.

მომთაბარეთა მიწას მანამდე ვენეციის კინოფესტივალზე გადაეცა ოქროს ლომის ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო ფილმს, და 25 აპრილს გამართულ ოსკარების წლევანდელ დაჯილდოებაზეც მთავარი ტრიუმფატორი გახდა.

გარდა საერთაშორისო აღიარებისა, ქლოა ჭაოს კინოსურათი საინტერესოა თავისი გადაღების პროცესის თავისებურებებითაც და ახლა ამის დასადასტურებლად ათ საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ:

1. მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდის გარდა თითქმის სხვა ყველა "მსახიობი", ვინც ფილმში ჩნდება, არაპროფესიონალია: ისინი მეტწილად თავიანთ რეალურ ისტორიებს გვიყვებიან და გამოგონილ პერსონაჟებს არ თამაშობენ

რეჟისორი ქლოა ჭაო ფილმის გადაღებებზე.

ფოტო: Searchlight Pictures

2. პერსონაჟების უმეტესობას სახელები მათი შემსრულებელი მსახიობების მსგავსად აქვთ შერჩეული

ფოტო: Searchlight Pictures

3. წლების წინ ფრენსის მაკდორმანდს სურდა, რომ როცა 65 წელი შეუსრულდებოდა, თავის გმირ ფერნის მსგავსად, "გზას გასდგომოდა" და ფურგონში ეცხოვრა

ფოტო: Searchlight Pictures

4. ჰოლივუდური ფილმების გადაღებები, როგორც წესი, მასშტაბურია, თუმცა მომთაბარეთა მიწას მინიმალური რაოდენობის, 25-კაციანი გადამღები ჯგუფი ჰყავდა

ფოტო: ARRI Rental

5. შემოქმედებითი ჯგუფი ხუთი თვის განმავლობაში ამერიკის შვიდ სხვადასხვა შტატში მოგზაურობდა და ფილმის პერსონაჟების მსგავსად, ფურგონებში ცხოვრობდა

ფოტო: Searchlight Pictures

6. ფილმში გარკვეული სცენები კომპანია Amazon-ის სამუშაო ტერიტორიაზეა გადაღებული, რისი უფლებაც თურმე ძალიან მარტივად, უბრალო თხოვნის საშუალებით მოიპოვეს

ფოტო: Searchlight Pictures

7. ფილმის გადაღებებს ერთხელ ფრენსის მაკდორმანდის ქმარი, ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი ჯოელ კოენი დაესწრო

ფოტო: Kevin Mazur / Getty

8. თითქმის ყველაფერი, რაც ფილმშია ასახული, მაკდორმანდმა მართლა გამოსცადა: "ყველაზე ცუდი თუ არა, ძალიან უსიამოვნო რაღაცების გავლა მომიწია. მაგრამ ეს ღირდა, რადგან მათი ავთენტურად გადაღება შევძელით", — ამბობს მსახიობი

ფოტო: Searchlight Pictures

9. თეფში, რომელზეც მთავარი გმირი, ფერნი ფილმში ამბობს, რომ მამამ აჩუქა და ძალიან უყვარს, სინამდვილეში, მართლაც ფრენსის მაკდორმანდს აჩუქა მამამ უნივერსიტეტის დასრულების აღსანიშნავად

ფოტო: Searchlight Pictures

10. ფილმი ამავე სახელწოდების არამხატვრული წიგნის მიხედვითაა გადაღებული

ფოტო: Amazon

ფილმის ტრეილერი იხილეთ ამ ბმულზე.