პრინცესა დაიანასა და მეგანის ამბავს შორის საოცარი მსგავსებაა — ბრიტანელი ისტორიკოსი
7 მარტს ოპრა უინფრის მიერ პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან ჩაწერილი ინტერვიუ ამერიკულ ტელეარხზე გადაიცა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუში გაკეთებული სავარაუდო აქცენტების გამო, მას დიდი ინტერესით ელოდებოდნენ მთელ მსოფლიოში, 2-საათიანი გადაცემის შინაარსი და სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას აღიარებები ბევრისთვის მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში. ბრიტანელმა ისტორიკოსმა და სამეფო ოჯახის მკვლევარმა, კეიტ უილიამსმა, აღნიშნა, რომ გადაცემაში მეგან მარკლის მიერ მოყოლილი ისტორიებით მის და პრინცესა დაიანას გამოცდილებას შორის არსებული განმაცვიფრებელი მსგავსებები გამოიკვეთა.
იმავე საკითხზე ინტერვიუში ყურადღება ჰარიმაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ისტორიის განმეორება არ სურს. მისი თქმით, ვერც კი წარმოიდგენს, რისი გადატანა მოუხდა დედამისს.
"დაიანაც ცუდ დღეში აღმოჩნდა პრესის ხელში", — ამბობს უილიამსი, — "მასაც აკრიტიკებდნენ და თავს ესხმოდნენ, გაშორებამდე და გაშორების შემდეგაც. იგი საუბრობდა, როგორ სურდა, ხმამაღლა ესაუბრა, გადაწყვეტილებები თავად მიეღო და მისი ხმა გაეგონათ.
"დაიანა სამეფო ოჯახში გადატანილ ტანჯვაზეც საუბრობდა, იმის მსგავსზე, რაც ახლა მეგანისგან მოვისმინეთ. სამეფო ოჯახის წნეხის გამო, ისიც ფიქრობდა თვითდაზიანებასა და სუიციდზე. ახლა კი ვიგებთ, რომ მეგანსაც მსგავსი აზრები აწუხებდა".
წყვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამეფო ინსტიტუტმა მათ დაცვის გამოყოფა შეუწყვიტა. ტიტულის არმიღების გამო, მსგავსი ბედი ეწევა ჰარის და მეგანის შვილს, არჩისაც. ინტერვიუში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოდ გაკეთებული აქცენტი სწორედ დაცვას ეხებოდა, რადგან, მეგანის თქმით, მან სამეფო ოჯახს თხოვნით მისწერა, რომ მისი ქმრის უსაფრთხოება უზრუნველეყოთ.
"როცა დაიანა დაიღუპა, ჰარი, რა თქმა უნდა, ძალიან პატარა იყო და იცოდა, რომ ჩარლზთან გაშორების შემდეგ დედამისს დაცვა არ ჰყავდა, რამაც, ვფიქრობ, უფრო დაამძიმა მშობლის ტრაგიკული სიკვდილი", — დასძენს უილიამსი.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები