კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოადგილეების წარდგენაზე საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნა დააანონსა.

წულუკიანი თქმით, კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს სათავეში მისი მოადგილე, იოსებ ბაღათურია ჩაუდგება. ბაღათურია ამავდროულად სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება.

თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა.