საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის მიხედვით, მ-9 მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 20 დეპუტატს საერთოდ არ უსარგებლია.

"მეცხრე მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 20 დეპუტატს: რუსლან გაჯიევი, ვალერი გელაშვილი, პაატა გოგოხია, ელგუჯა გოცირიძე, მახირ დარზიევი, მუხრან ვახტანგაძე, ჯუმბერ იზორია, ზაზა კედელაშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიან, ენზელ მკოიანი, რომან მუჩიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე, ლევან ბეჟანიძე. შედარებისთვის, ზაზა კედელაშვილს, ენზელ მკოიანსა და რამაზ ნიკოლაიშვილს არც მერვე მოწვევის პარლამენტში უსარგებლიათ სიტყვით გამოსვლის უფლებით", — აცხადებენ TI-ში.

კვლევის მიხედვით, წინა მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტჯერ სიტყვით ეკა ბესელია გამოვიდა, ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვა სერგი კაპანაძემ დასვა, ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი კი ანრი ოხანაშვილი იყო.