6 ქართველი ტიკტოკერი, რომელიც თვითგანვითარებაში დაგეხმარება
ტიკტოკი 2020 წლის შემდეგ ალბათ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად იქცა. სოციალურ ინტერაქციას მონატრებულმა ადამიანებმა თავი ამგვარ ურთიერთობასთან ყველაზე მეტად მიახლოებულ ვირტუალურ პლატფორმას შეაფარეს.
იმის გამო, რომ სოციალური მედია ფართო სივრცეა და არაერთგვაროვან ციფრულ კონტენტს აერთიანებს, ადამიანები ხშირად მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით ახასიათებენ მას და სტერეოტიპულად განიხილავენ. მაგალითად, ფეისბუქი თავის დროზე "საჭორაო" ადგილად მიიჩნეოდა ბევრის მიერ, თუმცა, დღესდღეობით ფეისბუქიც, ინსტაგრამიც და სხვა უამრავი პლატფორმაც არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება-გავრცელების საშუალებაა, არამედ საქმიან ურთიერთობებსაც უკავშირდება და ციფრული მარკეტინგისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ადგილებია.
ასეა ტიკტოკიც. ბევრი მას მხოლოდ გასართობ საშუალებად მიიჩნევს, თუმცა, იგი მრავალფეროვან კონტენტს აერთიანებს და ერთ-ერთი მათგანი თვითგანვითარებაა. თვითგანვითარება, თავის მხრივ, ასევე მოიცავს არაერთ თემას — განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ხელოვნება და სხვა.
ამ სტატიაში იმ 5 ტიკტოკექაუნთს წარმოგიდგენთ, რომლის შემოწმებაც თქვენთვის, შესაძლოა, ყოველდღიურ რუტინადაც კი იქცეს.
1. nataliatchamiashvili
ნატალია, როგორც იგი მის პირველ ვიდეოში გაგვეცნო, ტრენერია კარიერული განვითარების მიმართულებით. იგი სწავლობდა აშშ-ის და გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში, ამჟამად კი გაერთიანებულ სამეფოში განაგრძობს სწავლას.
მის ტიკტოკექაუნთზე საინტერესო ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე: საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები, სტიპენდიები, გაცვლითი სასწავლო და სამუშაო პროგრამები და სხვა. თავის გამომწერებს ნატალია პერიოდულად უზიარებს ინგლისში ცხოვრების გამოცდილებასა და რჩევებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნისას გამოსადეგი იქნება პოტენციური შეცდომების თავიდან ასაცილებლად.
2. tatathepsychologist
თათას ტიკტოკექაუნთის აღწერა გვამცნობს, რომ იგი ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტია. რეალურად, არა მხოლოდ ტიკტოკზე, არამედ სოციალურ ქსელებში ფსიქოლოგია მეტად პოპულარული თემაა და მასზე სხვადასხვაგვარი კონტენტი იქმნება, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პოპულარობამ რიგი საკითხების ხშირად არასწორი ან არაზუსტი გაგება გამოიწვია.
თათას ექაუნთს სწორედ ის გამოარჩევს, რომ იგი "საინტერესო ფსიქოლოგიურ ფაქტებს" ან "უზუსტეს ფსიქოლოგიურ ტესტებს" არ სთავაზობს გამომწერებს. მისი კონტენტი ძირითადად ფსიქოლოგის პროფესიას შეეხება, მასთან დაკავშირებული საკითხების ზოგად მიმოხილვას და ფსიქოლოგიური თემების ასევე ზოგად განხილვას. "ზოგადი" ამ დეფინიციებში შემთხვევითი სიტყვა არ არის. თათა ერთ-ერთ ვიდეოში სწორედ იმას ამბობს, რომ თვითდიაგნოსტირება მავნე პრაქტიკაა და საჭიროების შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი პროფესიონალისთვის მიმართვაა.
3. _redaura_
ფსიქოლოგიაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ მარი ჯგუშიაც, რომელიც თავის ტიკტოკექაუნთზე მრავალფეროვან კონტენტს ქმნის. გარდა მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე საუბრისა (მათ შორის ფსიქოლოგთან ურთიერთობასა და ფსიქოთერაპიაზე მიღებულ გამოცდილებაზე), მისი ვიდეოები ხშირად ეხება წიგნებს, მარტო ცხოვრების დადებით მხარეებს/პრობლემებს და Gen Z თაობისთვის საინტერესო სხვა თემებს.
მარი სწავლობდა აშშ-ში, თარგმნა წიგნი და 22 წლის ასაკში უკვე ოთხ სხვადასხვა კომპანიაშიც მოასწრო მუშაობა, ამიტომ, გამოცდილებით მიღებულ რჩევებს არც თავისი გამომწერებისთვის ინანებს. სხვათა შორის, იგი On.ge-ის სოციალური მედიის მენეჯერიც იყო და მსგავს თემებზე ჩვენთვისაც აქვს შექმნილი მედიაკონტენტი.
4. torysakura
24 წლის ვიქტორია ბიზნესკონსულტანტია და ასაკის მიუხედავად, სოლიდური სამუშაო გამოცდილება აქვს. მისი ვიდეოები, ძირითადად, სწორედ სწავლასა და მუშაობას, ასევე გაყიდვების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სფერო უფრო მეტად გაინტერესებთ — ვიქტორიას ვიდეოები მოტივაციის ამაღლებასა და ალბათ თავდაჯერებულობის პოვნაშიც კი დაგეხმარებათ. კონტენტი შეეხება პიროვნული განვითარების სხვადასხვა ასპექტს; პროფესიის არჩევიდან გასაუბრებამდე და პირველ სამსახურამდე, ტოქსიკური მეგობრების გავლენა, მიზნებისკენ ეფექტური სწრაფვა და შეცდომების როლი კარიერულ განვითარებაში — ამ ყველაფრის შესახებ ვიქტორიასგან შეიტყობთ.
5. annyfreedu
"Hi, this is Anny" — ასე ეცნობა მაყურებელს ყოველ ვიდეოში ინგლისურის მასწავლებელი, რომელსაც მიაჩნია, რომ "განათლება სუპერძალაა". ამ სუპერძალის გავრცელებას ენი ტიკტოკზე შექმნილი საკუთარი პროფილით ცდილობს, რომელიც დიდწილად ინგლისური ენის შემსწავლელთათვისაა განკუთვნილი
ვიდეოების შინაარსი ეხება როგორც ლექსიკასთან, ასევე გრამატიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, მაყურებლები იგებენ ინგლისური ენის ისეთ მახასიათებლებს, როგორიც არის განსხვავებული აქცენტი სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო დროს ენიმ ასევე დაიწყო ცნობილი ტრენდის — "გაიმეორე ჩემ შემდეგ" — ადაპტირება თავის კონტენტზე, რის საშუალებითაც საკუთარი ენობრივი უნარების გამოცდა პრაქტიკაშიც შეგიძლიათ.
6. mathhelpgeo
ვაღიაროთ, რომ მათემატიკის ხსენებისას ადამიანების დიდ ნაწილს მაინცდამაინც სასიამოვნო ასოციაციები არ გვიჩნდება. გასაკვირი არაა, რომ ყველაზე რთულ სასკოლო საგნად მიჩნეული მათემატიკა სკოლის დამთავრების შემდეგ ხშირად მასთან მიბრუნების სურვილსაც არ გვიტოვებს, თუმცა, ეს მანამდე, სანამ ტიკტოკზე King of Math-ს ("მათემატიკის მეფე") აღმოაჩენთ.
მარტივად ამოხსნილი რთული სავარჯიშოები და უცნობი ხრიკები აღგაფრთოვანებთ და დაგარწმუნებთ, რომ მათემატიკის მეცადინეობა სახალისოც შეიძლება იყოს; სხვა ყველაფერთან ერთად კი, პრაქტიკული და გამოსადეგი მათემატიკური უნარების გამომუშავება თითქმის ყველა სფეროში დაგეხმარებათ წარმატებულ საქმიანობასა და დასახული მიზნების მიღწევაში.
ცხადია, ეს ყველაფერი არ არის. ტიკტოკის პლატფორმა უამრავ საინტერესო მასალას მოიცავს, რომელიც ყოველდღიურად მდიდრდება და მრავალფეროვანი ხდება. ალგორითმის მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით, კიდევ ბევრი ორიგინალური და სასარგებლო კონტენტის შემქმნელია აღმოსაჩენი, ამიტომ, მსგავს სტატიას მომავალშიც შემოგთავაზებთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
დისკუსია: გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი ტიკტოკერები, რომლებიც თვითგანვითარებაში გეხმარებიან.