"რეპრესიები!" — რობერტ სტურუა ბესო ზანგურზე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

ფოტო: რობერტ სტურუა / Facebook; კადრი ვიდეოდან / იმედი; კადრი ვიდეოდან / რუსთავი 2
შოთა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ფეისბუქზე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმიანება. მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.
რობერტ სტურუამ ნინუცა მაყაშვილის განცხადება საბჭოთა კავშირის მიერ 1937 წელს დაწყებულ პოლიტიკურ რეპრესიებს შეადარა, როდესაც უამრავი ადამიანი დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს.
ფოტო: რობერტ სტურუა / Facebook
სტატუსის ქვემოთ კომენტარებში სტურუამ ჰომოფობიური და მიზოგინური განცხადებებიც გააკეთა:
"წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!"
მას შემდეგ, რაც სტურუა კომენტარებში გააკრიტიკეს, მან მის მოწინააღმდეგეებს "ლგპდტ", "კუდიანები" და "ალქაჯები" უწოდა.
დღეს რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში მაყაშვილმა განაცხადა, რომ ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის, ორსულობის დროსაც.
"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.
მსახიობი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი ემუქრებოდა და შიშის გამო უწევდა მოთმენა. მისივე თქმით, ძალადობის მიზეზი სხვადასხვა უმნიშვნელო დეტალი ხდებოდა.
დღის ბოლოს ბესო ზანგურმა ყოფილ ცოლზე ძალადობა უარყო და დასძინა, რომ მზადაა გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.
ასევე იხილეთ:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები