ტესტი: რამდენად კარგად იცი პოლიტიკური შეთანხმების დეტალები

6-თვიანი მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა — ორშაბათს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებაზე ყველა პარტიის ხელმოწერა არ არის და დარჩა პუნქტები, რომელთა შინაარსი მათთვის შედარებით ბუნდოვანია, პროცესი დაიძრა: ოპოზიციის ნაწილი სამშაბათს პარლამენტში შევა და ამნისტიის კანონპროექტს დააინიცირებს.
თუმცა, საპარლამენტო ცხოვრებისთვის ეს ერთადერთი ცვლილება როდია. ოპოზიციის შესვლამდე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წამოვიდა არჩილ თალაკვაძე. მიზეზად ის დაასახელა, რომ ამ მოლაპარაკებებზე "მხარეს" წარმოადგენდა, პარლამენტის სპიკერი კი უფრო ნეიტრალური პოზიციის მქონე ადამიანი უნდა იყოს. თავად ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გადაინაცვლა, მის შემცვლელად კი კახა კუჭავა წარადგინეს.
შემოწმე შენი თავი და გაიგე, რა დაგამახსოვრა პოლიტიკურად დატვირთული კვირიდან იმ დოკუმენტზე, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულის დასაწყისი გახდეს.
ტესტი: რამდენად კარგად იცი პოლიტიკური შეთანხმების დეტალები
ტესტის დაწყება1 / 13 რა მოხდა საქართველოში 2021 წლის 19 აპრილს, რამაც პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა?

- მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა
- გირჩი პარლამენტში მივიდა
- ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს



2 / 13 რომელი პარტიები არ შეუერთდნენ შეთანხმებას?

- ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველი და ლეიბორისტული პარტია
- ნაციონალური მოძრაობა, გირჩი და ევროპული საქართველო
- ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა



3 / 13 რა წერია შეთანხმებაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე?

- ხელმოწერიდან 1 კვირაში რურუასა და მელიას საქმეებზე მიღებული იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც იგივე შედეგი იქნება
- საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ
- ნიკა მელიამ გირაო უნდა გაიდაიხადოს და ციხე ამის შემდეგ დატოვოს



4 / 13 რა წერია შეთანხმებაში ვადამდელი არჩევნების შესახებ?

- ვადამდელი არჩევნები არ იქნება
- ვადამდელი არჩევნები 2022 წელს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩატარდება
- ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, თუ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებ პროპორციულ ხმას აიღებს



5 / 13 როგორ შეეხება შეთანხმება გიორგი რურუას?




6 / 13 რატომ არ აწერს შეთანხმებას ხელს რამდენიმე პარტია?

- უკეთესი შეთანხმების მოლოდინი აქვთ
- კრიზისის განსამუხტად არასაკმარისად მიიჩნევენ
- პარლამენტში შესვლა არ უნდათ



7 / 13 რატომ გამოიწვია განხეთქილება ოპოზიციაში ამინისტიის კანონპოექტმა?

- არ ეხება ნიკა მელიას
- ამ კანონის მიღება დროში გაწელილია, შესაბამისად, ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანა დიდხანს გაგრძელდება
- ამნისტია, შესაძლოა, შეეხოთ სამართალდამცავი უწყებების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც 20 ივნისის საქმეში ფიგურირებდნენ



8 / 13 ვინ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებმაც დოკუმენტს ხელი დამოუკიდებლად მოაწერეს?

- შალვა შავგულიძე, დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი
- ელენე ხოშტარია, ლელა ქებურია, აკაკი ბობოხიძე, კობა ნაყოფია
- შალვა შავგულიძე, თინა ბოკუჩავა, ირმა ნადირაშვილი.



9 / 13 რა პოზიცია აქვთ ქართული ოცნებიდან წამოსულ დეპუტატებს შეთახნმების დოკუმენტზე?

კადრი ვიდეოდან/ფორმულა
- იზიარებენ შინაარსს და ხელიც მოაწერეს
- ჯერ არ იციან, გახარიას არ დურეკავს
- მოსწონთ, მაგრამ ხელი არ მოუწერიათ



10 / 13 რისკენ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ პარტიას?

- ხელი მოაწერონ დოკუმენტს, თუ მელიას უპირობოდ გაათავისუფლებენ
- ბოიკოტი გააგრძელეთ, გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნებიაო
- პარლამენტში შედით და ერთი ადგილი მეც შემინახეთო



11 / 13 რა ინიციატივა აქვს ლელოს ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის საკითხზე?

- ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ თავდებში დაუდგნენ მელიას
- მელიას გირაოს ჩვენ გადავიხდითო
- მელიამ ბოდიში მოიხადოს და ისე გამოვიდესო



12 / 13 რას ფიქრობს თავად მელია შეთანხმებაზე?

- მელია უკმაყოფილოა შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც მისი გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ითვალისწინებს
- ორივე პასუხი სწორია
- თქვა, რომ თავს გრძნობს მოტყუებულად და დამცირებულადაც კი



13 / 13 როდის უნდა დაინიცირდეს ამნისტიის კანონპროექტი?

ანა მსხალაძე



-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები