მსოფლიო კლასიკის 10 ბესტსელერი, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს
დროში მოგზაურობა, უცხო კულტურისა და საზოგადოების აღმოჩენა, განსხვავებული ხასიათისა და გამოცდილების მქონე პერსონაჟები — წიგნები მკითხველისთვის ახალი ცოდნის, ემოციებისა თუ შეხედულებების წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ფურცლებში მოქცეული უნიკალური სამყაროა, არსებობს წიგნები, რომლებიც იმდენად მრავლისმომცველი და უნივერსალური თემებითა თუ პრობლემებითაა სავსე, რომ მათი ამოწურვა უამრავ მკითხველს შეუძლებლად მიაჩნია. სწორედ ასეთი წიგნები გააერთიანა სულაკაურის გამომცემლობამ მსოფლიო კლასიკის სერიაში.
მსოფლიო კლასიკის სერია მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ავტორების მიერ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ნაწარმოებებს აერთიანებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩამოთვლილ ნაწარმოებებში მკითხველი ყოველ ჯერზე რაღაც ახალსა და დასაფიქრებელს აღმოაჩენს.
გთავაზობთ მსოფლიო კლასიკის 10 წიგნს, რომელიც აქტუალურობას არასდროს კარგავს:
1. ძმები კარამაზოვები — ფიოდორ დოსტოევსკი
ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მართალია, მწერალი რომანში სამი ძმის ისტორიას გვიყვება, თუმცა ნაწარმოებში გაშლილი უნივერსალური თემები თუ პრობლემები კონკრეტული პერსონაჟების გამოცდილებას ნამდვილად ცდება. რწმენა, მორალი, თავისუფალი ნება — ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელთა შესახებ კითხვებზე პასუხების ძიებაში სქელტანიანი წიგნი მალევე შემოგეკითხებათ.
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
2. ფაუსტი — იოჰან ვოლფგანგ გოეთე
მიუხედავად იმისა, რომ ფაუსტის პირველი ნაწილი ჯერ კიდევ 1808 წელს გამოქვეყნდა, იგი დღემდე მკითხველთა ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია. აღსანიშნავია, რომ გოეთემ ნაწარმოებზე მუშაობას, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ დოქტორი ფაუსტის ლეგენდა მკითხველს ყოველ ჯერზე აღაფრთოვანებს. მას შემდეგ, რაც ფაუსტის პირველ ნაწილს სულმოუთქმელად ჩაიკითხავთ, წინ ნაწარმოების მეორე ნაწილის კითხვის ბედნიერება გელით.
მთარგმნელი: დავით წერედიანი
3. ოსტატი და მარგარიტა — მიხაილ ბულგაკოვი
ოსტატი და მარგარიტა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და იდუმალებით მოცული ნაწარმოებია, რომლის არსზეც მწერლები, მკითხველები თუ კრიტიკოსები ხშირად კამათობენ. აღსანიშნავია, რომ ბულგაკოვმა წიგნის თავდაპირველი ვერსია თავად დაწვა, თუმცა მას მოგვიანებით მაინც მიუბრუნდა. წიგნი ავტორის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა და ნაწარმოებმა მზის სინათლე ბულგაკოვის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, 1966 წელს იხილა.
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
4. არსთა მესნევი — ჯალალ ედ-დინ რუმი
გამოჩენილი სპარსელი პოეტის მიერ სპეციფიკური სალექსო საზომის — მასნავის ფორმით შექმნილი პოემა მკითხველს დროში მოგზაურობასა და საოცარი სამყაროს აღმოჩენას ჰპირდება. თითქმის 8 საუკუნის წინ შექმნილ პოემას, მისი უდიდესი გავლენისა და მნიშვნელობის გამო, ზოგჯერ "სპარსულ ყურანსაც" კი უწოდებენ. მკითხველისდა საბედნიეროდ, ახლახანს არსთა მესნევის მეორე ნაწილიც გამოიცა, რომლის წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვართ, აღფრთოვანებულნი პირველ ნაწილს ხელახლა მიუბრუნდებით.
მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე
5. ხმაური და მძვინვარება — უილიამ ფოლკნერი
ხმაური და მძვინვარება იოკნაპატოფას ციკლის რომანია, რომელიც კომპსონების ოჯახის წევრების შესახებ მოგვითხრობს. ნაწარმოების სათაური შექსპირის მაკბეტის ცნობილი მონოლოგიდანაა აღებული. წიგნი განსაკუთრებული თხრობის სტილით გამოირჩევა, რომელიც მკითხველს ახალი სამყაროს აღმოსაჩენად ეპატიჟება.
მთარგმნელი: ზაურ კილაძე
6. ორლანდო — ვირჯინია ვულფი
მე-20 საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ვირჯინია ვულფის ორლანდო დიდგვაროვანი ინგლისელის ზღაპრულ ამბავს გვიყვება. მთავარი გმირი სამყაროებსა და დროში მოგზაურობისას გარდასახვას მიმართავს და მკითხველს სხვადასხვა, მოულოდნელი ფორმით ეცხადება. განსაკუთრებული გარეგნობითა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული მთავარი გმირის ისტორია საოცარი თხრობის სტილის წყალობით გულგრილს არავის დატოვებს.
მთარგმნელი: ლელა დუმბაძე
7. ორი ქალაქის ამბავი — ჩარლზ დიკენსი
მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები 3 საუკუნის წინანდელ მოვლენებს ეფუძნება და საფრანგეთის რევოლუციის ეპოქას აღწერს, მკითხველს ნაწარმოებსა და თანამედროვეობას შორის უამრავი მსგავსების აღმოჩენა შეუძლია. საინტერესო პერსონაჟებისა და დაძაბული სიუჟეტის წყალობით, ამ სქელტანიან წიგნს ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავთ.
მთარგმნელი: ლელა დუმბაძე
8. დანაშაული და სასჯელი — ფიოდორ დოსტოევსკი
დანაშაული და სასჯელი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, რომელიც დამაინტრიგებელი სიუჟეტითაც გამოირჩევა: წიგნის მთავარი გმირი, უნივერსიტეტიდან გარიცხული როდიონ რასკოლნიკოვი დანაშაულის ჩადენას გადაწყვეტს. დანაშაული, სამართლიანობა, თავისუფლება, სინდისის ქენჯნა, მონანიება, სასჯელი — წიგნი განსხვავებული თემების, პერსონაჟებისა და საინტერესო სიუჟეტის ფონზე მთავარი გმირის გარდასახვის ისტორიას გვიყვება.
მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი
9. ულისე — ჯეიმზ ჯოისი
ულისე მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომლის დასაწერად ავტორს 7 წელზე მეტი დასჭირდა. ულისე წიგნის სახით 1922 წელს დაიბეჭდა, თუმცა მკითხველისთვის იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ 1934 წლამდე ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაში აკრძალული იყო. ულისეს თარგმნა ნიკო ყიასაშვილმა დაიწყო, თუმცა დასრულება ვერ მოახერხა. საბედნიეროდ, თარგმანი მაია ყიასაშვილმა დაასრულა, შესაბამისად მკითხველს სახელგანთქმული ნაწარმოების ქართულ ენაზე გაცნობის შესაძლებლობა აქვს.
მთარგმნელი: ნიკო ყიასაშვილი
10. ამერიკა — ფრანც კაფკა
ამერიკა ფრანც კაფკას დაუსრულებელი რომანია, რომელიც 16 წლის ემიგრანტის, კარლ როსმანის ამერიკაში მოგზაურობის ისტორიას მოგვითხრობს. კაფკას სახასიათო თხრობის სტილის წყალობით, ნაწარმოები ნამდვილად ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. კითხვაში გართული ერთხელაც კი ვერ იფიქრებთ, რომ ამერიკის ავტორს აღნიშნულ ქვეყანაში არასდროს უმოგზაურია.
მთარგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე
წიგნების შესაძენად ეწვიეთ სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტს www.sulakauri.ge
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები