12 რამ, რასაც გაზრდის შემდეგ ხვდები
გაზრდა ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნაწილია. მას კონკრეტული მომენტი ან ერთი დღე არ უკავშირდება — პროცესი იმდენად ნელა და შეუმჩნევლად მიდის, რომ ხშირად ვერც ვიაზრებთ, როგორ გავიზარდეთ. გაზრდაში კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარეგნული ცვლილებები არ მოიაზრება. თუკი ფეისბუქის "მოგონებებში" ახლა შეიჭყეტ, მიხვდები, როგორ გაიზარდე თუნდაც ბოლო ერთ წელიწადში. შესაბამისად, საფუძვლიანი ეჭვია, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრდებით.
მოკლედ, ვიზრდებით და ჩვენი შეხედულებები, ფიქრები და დამოკიდებულებებიც იცვლება. ყოველდღიური აღმოჩენებიც უფრო საინტერესო ხდება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სწორედ ასეთ აღმოჩენებს, რომლებიც ონლაინპლატფორმა Quora-ის მომხმარებლებმა გააკეთეს, როცა გაიზარდნენ.
1. ცხოვრებაში სამუდამო არაფერია, ამიტომ მოთმინებით უნდა დაიცადო
"ცხოვრებას ყოველთვის შორი ხედით უყურეთ. მომთმენი იყავით. ტყე მხოლოდ ხეებისგან არ შედგება, ბაზრები კი იხურება და კვლავ იხსნება. დღევანდელი სიტუაცია საბოლოო არაა. სწორი დამოკიდებულებით, მას დაძლევთ".
2. ხალხისთვის მადლობის გადახდა ნუ დაგავიწყდება
"წარმატების მიღწევას სხვების მხარდაჭერაც სჭირდება. ძალიან წარმატებული ადამიანები გულწრფელობით გამოირჩევიან და მათ აფასებენ, ვინც ამ გზაზე დაეხმარა. ეს რთული არაა, თუმცა, ფიქრად მაინც არასდროს გაუვლიათ, ვინმესთვის მადლობა არ გადაეხადათ".
3. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც ისე გამოდის, როგორც უნდა გამოდიოდეს
"ეს ალბათ იმ ფრაზის ვარიაციაა, რომ 'ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს'. თუმცა, იდეა მაინც ძალიან სასარგებლოა. შესაძლოა, ახლა რაღაცაზე ძალიან დარდობთ, თუმცა, ბოლოს მაინც ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო. როცა მომხდარს რეტროსპექტივაში უყურებ, ეს იდეა უფრო აზრიანი ხდება".
4. ათი საქმის კარგად გაკეთებას ერთი საქმის შესანიშნავად შესრულება სჯობს
"ისტორიაში რომ 7-იანი მიიღე, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ შენი ცხოვრება აქ დამთავრდა. არც ყველაფერში 10-იანის მიღება გულისხმობს, რომ სოფელი აშენდა. სხვათა შორის, ყველაფერში 10-იანის მიღებამ, შესაძლოა, მრავალფუნქციურ რობოტად გაქციოთ და საკუთარი ნიჭისა და მისწრაფებებისთვის ყურადღების მიქცევაც კი დაგავიწყოთ".
5. ცხოვრება სულაც არაა რომანტიკული კომედია
"კოლეჯში სწავლის პირველ დღეს გოგო გავიცანი და ვიფიქრე, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები. მის მოსახიბლად პიესები დავწერე, კუნთები დავიყენე, ვკითხულობდი წიგნებს, ვუსმენდი მუსიკას, თავი დავანებე მოწევას. პატარ-პატარა საჩუქრებსაც ვჩუქნიდი. ვიმახსოვრებდი ისეთ დეტალებს, რასაც სხვა არ დაიხსომებდა. შევიცვალე ვარცხნილობა და ჩაცმის სტილი. საბოლოო კი, ისე გამოვიდა, რომ ერთმანეთისთვის არც კი გვიკოცნია.
"ეს მას არ ეხება. უბრალოდ, ვისწავლე, რომ ვიღაცის სიყვარულის მოპოვება შეუძლებელია და არც უნდა სცადო. ცხოვრება რომანტიკული კომედია არაა, ამიტომ არ არსებობს ერთადერთი 'საბედო'. ბევრ ადამიანთან შეგიძლია შეთავსება: გაზრდა, განვითარება და ნაბიჯების გადადგმა".
6. ყველა, ვისაც ხვდები, სანდო არაა
"როცა გაიზრდები, გიღალატებენ და ზურგში დანას ჩაგარტყამენ. ბევრჯერ. ახლო მეგობრები და ოჯახიც კი შეგეცვლება, ფულის, თანამდებობის ან საერთოდ არაფრის გამო. ასე ისწავლი, რომ ხალხის ნდობა წყალზე სიარულს ჰგავს. ასე რომ, ისიამოვნეთ ახლობლების გვერდით ყოფნით, თუმცა, გული ნუ დაგწყდებათ, თუკი მიგატოვებენ".
7. გჯერა თუ არა ამის, არსებობს ხალხი, რომელიც შენზე ზრუნავს
"ხშირად გვგონია, რომ ჩვენი მიღწევები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენსავე ძალისხმევას უკავშირდება, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ასე სულაც არაა. უმეტესობა ჩვენგანი აქ და ახლა იმიტომ ვართ, რომ ვიღაცამ ჩვენზე იზრუნა. როცა მან შემოგვხედა, გვერდი არ აუვლია და იფიქრა, რომ დახმარების ხელი გამოეწვდია. სწორედ ამ ხელმა წამოგვაყენა ფეხზე. რასაკვირველია, ჩვენი წესებით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ურთიერთობები და ის, რომ სოციალურ იზოლაციაში ცხოვრება არ შეგვიძლია. ზოგჯერ ერთადერთი რამ, რაც სრულ ჭკუაზე გვტოვებს და წინსვლისკენ გვიბიძგებს, იმ ადამიანებთან კავშირებია, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანნი არიან".
8. შენი შეხედულებები ყოველთვის უნდა გადააფასო
"იმის გამო, რომ საკუთარ შეხედულებებზე მიჯაჭვულები არიან, ბევრი ადამიანი მუდმივად დაძაბულია. ზოგს ჰგონია, რომ ყველაფერი, რაც სწამს, მართალია. ეს მანამ, სანამ ფეხს არ წამოკრავს და ყველაფერს არ გადააფასებს. თუკი ყოველდღე საკუთარ თავს ერთი შემზღუდველი აზრისგან გაათავისუფლებ, უფრო ბედნიერი ცხოვრება გექნება".
9. საკუთარი ბედნიერების წყარო თავადვე ვართ
"ბედნიერება გარეგან წყაროებში არ უნდა ვეძებოთ, იქნება ეს ადამიანი, სამსახური, უფროსი, მეგობარი, ლეპტოპი თუ მანქანა. ვერც უბედურებას დააბრალებ სხვას, რადგან ასე, უბრალოდ, დროებით მოაგვარებ პრობლემას. ბედნიერებას თავადვე ქმნი და მასზეც ისევე მუშაობ, როგორც ცხოვრებაში სხვა ნებისმიერი ჩვევის განვითარებაზე: ყოველდღიურად".
10. ყველა მეგობრობა სამუდამოდ არ გრძელდება და ეს ნორმალურია
"ზოგიერთი მეგობარი ისევე ფიქრობს, როგორც 10 წლის წინ ფიქრობდა, თქვენი კი — განვითარდით (ან პირიქით). მეგობრობა უმეტესწილად საერთო ინტერესებს ემყარება და ეს ინტერესები, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში იცვლება".
11. არც უფროსებმა იციან, რას აკეთებენ
"როცა პატარები ვიყავით, მშობლებს ან უფროსებს ვუსვამდით შეკითხვებს, რადგან ვიცოდით, რომ მათ ყველაფერზე ჰქონდათ პასუხი. როცა იზრდები, თანდათან იაზრებ, რომ უფროსების უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს ცხოვრებაზე, ან ზუსტად ისევე ცდილობენ მის გაგებას, როგორც ყველა დანარჩენი".
12. დაბოლოს — ცვლილების მიღება და მისით ცხოვრება უნდა ისწავლო
"ცხოვრების ყოველ ეტაპს თავისი რიტმი აქვს და ეს რიტმი ჩვენი ურთიერთობების, ადგილების, სამსახურის, ჯანმრთელობის საკითხებისა და მეგობრების მიხედვით იცვლება. ასე რომ, იცხოვრე იმ მომენტით, სადაც ხარ, თუმცა, გახსოვდეს, რომ როცა მუსიკა შეიცვლება (და ნამდვილად შეიცვლება), ცეკვა არ შეწყვიტო. მოუსმინე. სწორედ მაშინ დაიწყებ საკუთარ მუსიკას აყოლებას".
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები