"ემა, მოდი, აბა, თქვი, ბიძინას გაუმარ..." — ასე მიმართა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მას შემდეგ, რაც მას მიკროფონი წაართვა.

"მინდა, ვუთხრა მადლობა ბიძინა ივანიშვილს. ვარ ეთერში, რომელი ეთერია? ფორმულას ტელევიზიიდან და ქალბატონი ემა აღარ არის ჟურნალისტი, მე ვარ ჟურნალისტი", — ამბობს წულუკიანი ჩანაწერში და შემდეგ ემა გოგოხიასკენ მიმართავს მიკროფონს სიტყვებით — "ემა, მოდი, აბა, თქვი, ბიძინას გაუმარ...".

ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ამბობს, რომ არ დააბრუნებს. მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს წულუკიანი ჟურნალისტს მიკროფონს, რომელიც კითხვას სვამს. ამის შემდეგ მინისტრი ამ მიკროფონით იწყებს საუბარს და ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.