4 მიზეზი, რატომ უნდა დართო შენს ცუგას შენთან ერთად ძილის ნება
ნაშუაღამევია და ძილბურანში მყოფს გულმოსაკლავი წკმუტუნი ჩაგესმის. თვალების ფშვნეტით იღვიძებ და ოთხზე დამდგარ სილუეტს გაჰყურებ, რომელსაც, დარწმუნებული ხარ, რომ ერთადერთი რამ უნდა — საწოლზე ამობობღება და შენთან ერთად დაძინება. რატომ არ ამოგყავს? ოდესმე გიფიქრია, რომ შენს ცუგასთან ერთად ძილი შენთვისაც კარგია? როგორც აღმოჩნდა, საკითხზე არაერთი კვლევაა ჩატარებული და ყველა სწორედ ამაზე მიუთითებს. ძაღლთან ერთად ძილი სტრესსა და შფოთვას ამცირებს. ამასთან, ცუგები თურმე ძილთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის მარტივად გადაჭრაშიც გვეხმარებიან.
მაშინ, მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ, რატომ არის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად დაძინება სასარგებლო.
1. კვლევის მიხედვით, ძაღლთან ერთად ძილი დაცულობისა და კომფორტულობის შეგრძნებას ქმნის
საკუთარ ცუგასთან საძინებლის გაზიარებით ძაღლის ბევრი პატრონი თავს უკეთ გრძნობს. პატრონების 56 პროცენტის თქმით, ოთხფეხა მეგობრებს მათ გვერდით სძინავთ. ქალების ძილის რუტინაზე ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, მათ ძაღლის გვერდით ძილის დროს უფრო აქვთ დაცულობის შეგრძნება, ვიდრე საწოლის კატასთან ან სხვა ადამიანთან გაყოფის დროს.
2. ძაღლის გვერდით ძილი დადებითად აისახება მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც
2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შინაურ ცხოველებთან სიახლოვე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების, მაგალითად, სტრესის და შფოთვის შემსუბუქებაში გვეხმარება. ცხოველებთან ურთიერთობა დადებითად აისახება ფიზიკური ჯანმრთელობის ისეთ ფაქტორებზეც, როგორიცაა კორტიზოლის გამომუშავება, პულსისა და სისხლის წნევის რეგულირება. ამასთან, ეს სტრესთან დაკავშირებული ჰორმონების, ეპინეფრინისა და ნორადრენალინის გამომუშავებასაც აწესრიგებს. ასევე ამცირებს მარტოობის შეგრძნებასა და აგრესიას, მატებს ემპათიისა და ნდობის უნარს.
3. ძაღლთან ერთად ძილი უძილობის პრობლემის მოგვარებაშიც გვეხმარება.
როცა თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობთ, სტრესი კი შემსუბუქებულია, ცხადია, ჩაძინებაც უფრო მარტივდება. ასე რომ, თუკი უძილობასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვს, საძინებელში შენი ცუგა შემოიპატიჟე — შესაძლოა, სწორედ ეს ბეწვის გორგალია, რაც გჭირდება.
4. ჩვენთან ერთად ძილი სასარგებლოა ძაღლებისთვისაც
ცუგებს პატრონების გვერდით წოლა და ძილი ძალიან უყვართ. ასე თავს უფრო თბილად, კომფორტულად და ბედნიერად გრძნობენ. რაც მთავარია, თავს ოჯახის განუყოფელ წევრადაც აღიქვამენ. შესაბამისად, მხოლოდ ჩვენთვის როდია სასარგებლო ცუგებთან საწოლის გაყოფა.
საყურადღებო შენიშვნა: არის რამდენიმე ფაქტორი, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება; თუკი ძაღლთან ურთიერთობისას ალერგია გაქვს, მათთან ერთად ძილმა ეს, შესაძლოა, უფრო გაამწვავოს. ამასთან, მნიშვნელოვანია ცუგების ჰიგიენა და შესაბამისი აცრების ჩატარებაც. თუკი შენი ოთხფეხა მეგობარი ვერაფრით გადააჩვიე ძირს დაგდებულის ჭამას და ვერც ბანაობაზე იყოლიებ ხშირად, ამ შემთხვევაშიც ალბათ ლოგინზე ამოპატიჟებისგან თავის შეკავება აჯობებს. გასათვალისწინებელია ხასიათი და ჯანმრთელობის მდგომარეობა — როგორც ძაღლის, ასევე შენი.
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები