ვაიმე, რა მკაცრი ხარ?... უნიჭოდ მბაძავთ — წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს
"ვაიმე, რა მკაცრი ხარ?... უნიჭოდ მბაძავთ", — ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს კითხვებს, როდის დაისჯებიან 5-6 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
თეა წულუკიანმა ჟურნალისტს პაუზის შემდეგ უპასუხა, რომ მოძალადეები გამოძიების დასრულების შემდეგ დაისჯებიან, ხოლო რაც შეეხება როდის დასრულდება გამოძიება, მინისტრი პასუხობს.
"[როდის დასრულდება გამოძიება] ეს მე არ ვიცი. ჩემ კომპეტენციებში არ შედის", — განაცხადა კულტურის მინისტრმა.
ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მთავარი არხის ჟურნალისტს მიკროფონს ამ დრომდე არ უბრუნებს. მან ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა და შეუარცხყოფა მიაყენა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა პოლიცია იმავე დღეს გამოიძახა. როგორც გოგოხიამ თქვა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საქმე არა მათი, არამედ კრიმინალური პოლიციის კომპეტენცია იყო, დაემშვიდობნენ და წავიდნენ.
ფაქტს 22 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაურმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ინფორმაცია ახლა მიიღო და აუცილებლად გაერკვევა.
გარდა ამისა, 23 ივლისს მთავარმა არხმა პროკურატურასაც მიმართა. ნიკა გვარამიას თქმით, ეს არის ძალიან სახიფათო და პირდაპირი სიგნალი, რომ მედიაზე ძალადობრივი ზემოქმედების ახალი ტალღა იწყება.
25 ივლისს სვანეთში მყოფმა კულტურის მინისტრმა ემა გოგოხია სვანეთიდან მიმართა და უთხრა, რომ არხის კუთვნილ მიკროფონს სწორედ აქ დაუბრუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კულტურის მინისტრი თქვა, რომ მიკროფონს ჟურნალისტს სამ ოქტომბრამდე ვერ მიიღებს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები