რატომ გვგონია, რომ "უკეთესი სხეული" უკეთეს ადამიანად გვაქცევს
თანამედროვე საზოგადოებაში ვიზუალს უდიდესი ღირებულება მიეწერება, ამიტომ ჩვენც სულ უფრო ღრმად ვრწმუნდებით, რომ "უკეთესი სხეული" უფრო ბედნიერსა და წარმატებულს გაგვხდის. ეთიკის პროფესორი, ჰეზერ ვიდოუსი იკვლევს, რამდენად სწორია ეს დაშვება.
როცა მომავლის დაგეგმვას ვიწყებთ, ხშირად საკუთარი თავისადმი მიცემულ დანაპირებთა უმრავლესობა ჩვენს სხეულს უკავშირდება — იქნება ეს სპორტით დაკავება, კვების რაციონის შეცვლა თუ წონაში დაკლება. ფიზიკურ აქტივობებში ჩართვა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლადაც შეგვიძლია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ამას სილამაზისთვის ვაკეთებთ, რადგან სწორედ ჩვენი გარეგნობაა ხოლმე პრიორიტეტული და მის გამო ზოგჯერ სიჯანსაღესაც კი ვაყენებთ რისკის ქვეშ.
საკუთარი თავის ჩვენს სხეულებთან გაიგივება ცვლის იმის აღქმას, თუ რას წარმოადგენს ადამიანი. იყო დრო, როცა უკეთეს ადამიანად გახდომა შინაგან ცვლილებასთან უფრო ასოცირდებოდა: ჩვენ უნდა შეგვეცვალა ხასიათი, გავმხდარიყავით უფრო კეთილი ან, მაგალითად, უკეთესი მშობელი. ახლა კი სულ უფრო ხშირად საკუთარ თავსა და სხვებს გარეგნობით ვაფასებთ და გვგონია, რომ შინაგანი მხარე გარეგანს თავისთავად მოსდევს.
სოციალურ მედიაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ იდეალურ მშობელს ჰგავდე და არა ის, რომ ასეთი რეალურად იყო. ვიზუალურ და ვირტუალურ კულტურაში წარმატების მისაღწევად ისე უნდა გამოვიყურებოდეთ, თითქოს უკვე წარმატებულნი ვართ. ამიტომ ჩვენ ჩვენი გარეგნობის შეფასება დავიწყეთ: ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო გამხდარნი, უფრო მკვრივნი, უფრო გლუვნი და ახალგაზრდულნი. და შემდეგ, სასწაულებრივად, ყველა სხვა სიკეთეც თავისით მოვა. ეს ჩვენს ღირებულებებსა და პრიორიტეტებში მომხდარი დრამატული ცვლილების შედეგია.
ქირურგიული ჩარევები
რადგან სხეული ჩვენს ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იძულებულები ვხდებით, შესაბამისად ვიზრუნოთ მასზე: "გამოვასწოროთ" ის იმისთვის, რომ თავად "გამოვსწორდეთ". ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გვგონია, ჩვენი სხეულის შეცვლა ჩვენი ვალდებულებაც კია. ისეთი პრაქტიკები, როგორიცაა თმის მოშორება, დიეტა, ვარჯიში და პლასტიკური ქირურგია, ჩვენი ყოველდღიურობის ცენტრში ექცევა.
ბევრ ჩვენგანს იმიტომ სურს სხეულის შეცვლა, რომ თავი არასაკმარისად კარგი გვგონია. მართალია, პლასტიკურ ქირურგიას ჯერ მხოლოდ უმცირესობა მიმართავს, თუმცა ქირურგიული ჩარევების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს — სულ უფრო მეტი ჩვენგანი თანხმდება ოპერაციასა და სხვა კოსმეტიკურ პროცედურებს.
ეს გლობალური ტენდენციაა. მაგალითად, 2018 წელს დიდ ბრიტანეთში 28 ათასზე მეტი პროცედურა ჩატარდა, აშშ-ში კი — დაახლოებით 18 მილიონი. სამხრეთ კორეაში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე პლასტიკური ოპერაციის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება, ეს რიცხვი მილიონი იყო.
სატელევიზიო შოუებში ნაჩვენები "რუტინული" პროცედურები
სატელევიზიო შოუები კოსმეტიკურ ქირურგიას ხშირად არა როგორც "ექსტრემალურ გარდასახვას", არამედ როგორც ნორმას, ისე წარმოაჩენენ. ეს გადაცემები სწორედ იმ გზავნილს ავრცელებს, რომ ჩვენ ვართ ის, რაც ჩვენი სხეულია და მისი შეცვლით შევცვლით საკუთარ მესაც.
მაგალითად, ბრიტანული შოუ, The Surjury, რომელიც 2020 წელს მისი წამყვანის ტრაგიკული გარდაცვალების მერე დაიხურა, მონაწილეებს "ქირურგიული ოცნებების" ასრულებაში ეხმარებოდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველი საკუთარ ისტორიას მისთვის უცნობი ადამიანებისგან შემდგარ ჟიურის წევრებს აცნობდა. ისინი კი შემდგომ იღებდნენ გადაწყვეტილებას, თუ ვის გაუკეთდებოდა მათთვის სასურველი ქირურგიული ოპერაცია.
რაც შეეხება BBC-ის შოუს, Plastic Surgery Undressed, ის ნაკლებად სენსაციურია და არ ანაზღაურებს ოპერაციის ხარჯებს. ამის ნაცვლად, თითოეულ ეპიზოდში ჩვენ ვეცნობით ადამიანებს, რომლებიც ოპერაციის გაკეთებაზე ფიქრობენ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. მათ საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ამომწურავ ინფორმაციას შესაბამის პროცედურაზე.
შოუს სათავე დაუდო BBC-ის გამოკითხვამ, რომელშიც 18-დან 30 წლამდე 1,033 ქალი მონაწილეობდა. შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 48% კოსმეტიკურ პროცედურებს აღიქვამს ისეთივე ჩვეულებრივ პროცესად, როგორიცაა თმის შეჭრა; 66%-მა კი აღნიშნა, რომ მათ ან უკვე ჩაუტარებიათ ამ სახის პროცედურა, ან არ გამორიცხავდნენ მის სამომავლოდ ჩატარებას.
გარდა იმისა, რომ შოუს მთავარი დანიშნულება ადამიანთა ინფორმირებაა, იგი, ამასთან, პოტენციურად სარისკო პროცედურების ნორმალიზებასაც ახდენს. მაგალითად, საჯდომის გადიდების ოპერაციაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, თუმცა ეს ერთობ სახიფათო ოპერაციაა. ესთეტიკური პლასტიკური ქირურგების ბრიტანულმა ასოციაციამ ქირურგებს ისიც კი ურჩია, ამ ოპერაციის ჩატარებისგან იქამდე შეიკავონ თავი, სანამ მის შესახებ მეტი რამ არ გახდება ცნობილი. პლასტიკურ ქირურგთა ამერიკულმა საზოგადოებამ კი ეს პროცედურა ქირურგიული ოპერაციის ყველაზე საშიშ ფორმად დაასახელა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო (1 გარდაცვლილი ყოველ 3 ათასში).
სახეცვლილი ნორმა
რაც მეტი ადამიანი იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას, მით უფრო მეტად ნორმალური ხდება ის, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტს უბიძგებს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ. ზოგი იმასაც კი ვარაუდობს, რომ არცთუ ისე შორეულ მომავალში პლასტიკური ოპერაციის არგაკეთება გასაკვირი და უჩვეულო გახდება. ეს ტენდენცია სხვა კოსმეტიკურ პრაქტიკებში კარგად ჩანს. მაგალითად, დღეს ნორმალურ და ბუნებრივ მოცემულობად უთმო სხეული მიიჩნევა. Mintel-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2018 წელს თმის მოშორების სიხშირე გაიზარდა და ზრდასრულებში 70% გახდა მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი 2016 წელს 64%-ს უდრიდა.
მოდიფიცირებული სხეულის ნორმად ქცევა მის მუდმივად სრულყოფის სურვილს გამოიწვევს. ფორმის შეცვლა, დაპატარავება, გაზრდა, გამკვრივება — ეს ყველაფერი მიზნად იდეალური სხეულის მიღებას ისახავს, რომელიც რეალურად არ არსებობს და ვერც იარსებებს. ყველასათვის გარდაუვალია ნაოჭები, სიბერე და სიკვდილი. და ისინიც კი, ვინც ყველაზე მეტად უახლოვდებიან დასახულ იდეალს, ხშირად სულაც არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები.
რაც უფრო გავრცელებული ხდება პლასტიკური ქირურგია, მით მეტი ისეთი პაციენტი მიდის ქირურგებთან, რომლებსაც სხეულის დისმორფული აშლილობა (BDD) აქვს. ვარაუდობენ, რომ ეს აშლილობა პლასტიკური ოპერაციის მსურველების 15%-ს აქვს და მათი 10%-ზე ნაკლები რჩება შედეგით კმაყოფილი. დიდი შანსია, რომ ეს ადამიანები შემდგომში თავიანთი გარეგნობის სხვა ასპექტზე ფოკუსირებას დაიწყებენ.
ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ დასახულ იდეალს. შეუძლებელია სრულყოფილად გლუვი, უნაოჭო, დაჭიმული, დაულაქავებელი კანის ქონა. ეს მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში — ფილტრების, მაკიაჟისა და სხვადასხვა აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი. თავად პოპვარსკვლავებიც კი რეალურად არ ჰგვანან თავიანთ თავს ფოტოში, რომელიც დამუშავებული და სახეცვლილია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ვიცით, ჩვენ მაინც გვიჭირს, დავძლიოთ ის შფოთვა, სირცხვილი და წარუმატებლობის განცდა, რომელსაც ჩვენი სხეულებით ჩვენივე უკმაყოფილება იწვევს. სიტუაციის შესაცვლელად წვრილმან დეფექტებზე ფოკუსირების ნაცვლად, უნდა შევცვალოთ ის კულტურა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამის გაკეთების ერთი გზა ისაა, რომ სერიოზულად აღვიქვათ იდეალური სხეულის ქონის მოთხოვნით გამოწვეული ზეწოლა და გავიაზროთ, რამდენად ფასობს გარეგნობა ვიზუალურ და ვირტუალურ კულტურაში. და თუ ჩვენ ჩვენი სხეულები ვართ, მაშინ სხეულის გამო ვინმეს შერცხვენა ვერასდროს იქნება მოსაწონი. ამის დასასრულებლად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ამხილოს ადამიანის გარეგნობით გამოწვეული დისკრიმინაცია და ასე შეუწყოს ხელი უფრო ჯანსაღი იდეალების დამკვიდრებას.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები