ჩინეთში სატელევიზიო შოუები ჰომოფობიური მოტივით აკრძალეს
ჩინეთის ხელისუფლების ყურადღება ამჯერად სატელევიზიო ინდუსტრიამ მიიქცია.
2 აგვისტოს პეკინის მაუწყებლების მარეგულირებელმა ორგანომ პოპულარული სატელევიზიო შოუები ჰომოფობიური მოტივით აკრძალა. მარეგულირებელი მიზეზად ეთერში ფემინური ქცევის წარმოჩენას ასახელებს.
აკრძალვა მოიცავს, როგორც გასართობ და რეალითი შოუებს, ასევე "ტალანტ" შოუებს, სადაც ასობით ახალგაზრდა მონაწილეობს, კონკურსი კი ხალხის ხმებით ტარდება.
თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას პრობლემურ საკითხად სწორედ ეს მიაჩნია — გავლენა ქვეყნის ახალგაზრდობაზე.
რეგულაციების გამოცხადებისას, ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა გასართობ ინდუსტრიას "საზოგადოებრივი სფეროს მწვავე მოწამვლაში" დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ის ახალგაზრდებზე ცუდს ზეგავლენას ახდენს.
გასულ წლებში რეალითი შოუებმა ჩინეთში ახალგაზრდა აუდიტორია მიიზიდა, თუმცა, ხელისუფლებას გადაცემები არაერთხელ გაუკრიტიკებია "ცუდი მისაბაძი მაგალითების" წარმოჩენის გამო.
ამჯერად, ქვეყანაში აცხადებენ, რომ "ამორალური" პოპკულტურა ახალგაზრდობას ცუდი გზისკენ უბიძგებს, მათ კი სურთ, კაცები უფრო "მასკულინურად" წარმოჩინდნენ.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვა "არასწორი პოლიტიკური პოზიციების" მქონე ადამიანების ტელეეკრანზე წარმოჩენასაც ეხება. ხელისუფლების განცხადებით, მათ სურთ, ეთერში "პატრიოტული სულისკვეთება" იგრძნობოდეს.
რეგულაციის მიხედვით, მსახიობებს ასევე მოუწევთ დიდი ჯარიმების გადახდა, თუკი ისინი "არაეთიკურ ქცევაში" იქნებიან შემჩნეულნი.
ჩინეთში კომუნისტურ პარტიას "მათი ღირებულებების შემლახავი" ნებისმიერი მასალის დაცენზურება შეუძლია. ეს ეხება ტექნოლოგიების, განათლებისა და კულტურის სფეროებს. თუმცა, გასართობი ინდუსტრია მაინც ყველაზე ხშირად ექცევა აკრძალვების სამიზნეში: ვიდეოთამაშები, მუსიკა, ფილმები, ტელეგადაცემები — როგორც ქვეყანაში წარმოებული, ასევე უცხოეთში შექმნილი.
მაგალითად, 2018 წელს ჩინეთის ერთ-ერთმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ტრანსლირების უფლება შეიძინა, მაგრამ კონკურსის პირველ ნახევარფინალური ტურის გადაცემისას ორი ნომერი ამოჭრა: ერთ შემთხვევაში, ალბანელ მონაწილეს ტატუები ჰქონდა, ქვეყანაში კი ეთერში ტატუების ჩვენება აკრძალულია. მეორე შემთხვევაში, ირლანდიის საკონკურსო ნომერი ორი კაცი მოცეკვავის პერფორმანსსაც მოიცავდა და რადგან ჩინეთში ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობის ტელეეკრანზე ჩვენება ასევე აკრძალულია, ეს ნომერიც ამოჭრას "დაექვემდებარა". თუმცა, შედეგად ჩინეთს საერთოდ ჩამოერთვა კონკურსის ტრანსლირების უფლება.
მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთში კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდა, რომელიც ბავშვებს კვირაში მხოლოდ სამი საათით აძლევს ვიდეოთამაშებით თამაშის უფლებას. რეგულაციის მოტივი "ახალგაზრდების გონებაზე თამაშების მავნე გავლენაა". თუმცა, უახლესი კვლევები მოწმობს, რომ ვიდეოთამაშები ძალადობისკენ მიდრეკილებას არ იწვევს და მეტიც — მათ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლიათ.
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
კომენტარები