On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
დღეს გავრცელებულ მასალებში, რომელშიც სხვადასხვა პირზე ფარული მიყურადება და თვალთვალია ასახული, On.ge-ს ჟურნალისტის საუბრებიცაა. კერძოდ, On.ge-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის, გელა ბოჩიკაშვილის სატელეფონო კომუნიკაციის შინაარსია ჩაწერილი.
ბოჩიკაშვილი აცხადებს, რომ ფაილებში არის 2 ეპიზოდი, რომელიც ასახავს მის საუბარს საპატრიარქოსა და კავეა თბილისი მოლის პრესსამსახურებთან. აღნიშნული სატელეფონო ზარები პროფესიული საქმიანობის შესრულებისას არის განხორციელებული.
გთავაზობთ ფრაგმენტებს:
"საპატრიარქოს პრეს-სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ინტერნეტ-გამოცემა "ონ.ჯი"-ს ჟურნალისტმა გიორგი ბოჩიკაშვილმა აცნობა, რომ სოციალური ქსელებით გასაჯაროვდა 1983 წლით დათარიღებული წერილი, სადაც ილია მეორე ქსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ სასულიერო პირების მიმართ გამოვლენილ უპატივცემულობაზე, რეაგირების მოხდენის თხოვნით მიმართავს სსრკ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოში გივი მაისურაძეს (ფაქტი ჩვენთვის ცნობილია). ჟურნალისტი დაინერესდა რამდენად ავთენტურია ზ/ხსენებული წერილი და აპირებს თუ არა აღნიშნულზე საპატრიარქო ოფიციალური განცხადების გაკეთებას. ხსენებულზე ა.ჯაღმაიძემ განმარტა, რომ გაერკვევა საკითხში და მოგვიანებით დაუკავშირდება ჟურნალისტს".
"მოპოვებული ინფორმაციით, შპს "რუსთაველი ჰოლდინგ სინემას" და შპს "კავეა თბილისი მოლის" წარმომადგენელმა მარგარიტა სიხარულიძემ საინფორმაციო პორტალ "on.ge"-ს ჟურნალისტთან გელა ბოჩიკაშვილთან საუბარში აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კინოთეატრებში, "და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის სეანსების დამატებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული ფილმის მწარმოებელ კომპანიასთან".
ხსენებული საუბრის ნამდვილობას ადასტურებს კავეას პრესსამსახური, მაიკო სიხარულიძეც. აღსანიშნია, რომ 2019 წლის 11 ნოემბერს, ამ სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, On.ge-ს ვებგვერდზე შესაბამისი მასალაც გამოქვეყნდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პირმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
- მედიის ოთხმა წარმომადგენელმა გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი საუბარი ამოიცნო
- რაც ვნახე მესენჯერიდან არის ძალიან ბევრი რამე — კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ხაზარაძე გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობას ადასტურებს
ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე. ფაილებს შორის არის ინფორმაცია რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად On.ge სუს-თან დაკავშირებას შეეცადა. უწყების პრესსამსახურში, ჯერჯერობით, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები