ოკუპირებულმა ცხინვალმა და რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელშეკრულების ტექსტი განმარტავს, რომ ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. მოსკოვი ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესითაც სთავაზობს.

ამ შემთხვევაში მოქალაქეობის მიღების პირობები, მიღების განაცხადების წარდგენის წესი, საბუთების ჩამონათვალი და განაცხადების განხილვის წესი რუსეთის პრეზიდენტის მიერ დგინდება.

ასევე, აღინშნულია, რომ ორივე მხარის მოქალაქე პირები სოციალური დაცვის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლებით იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობენ, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მუდმივად ცხოვრობენ. მხარეები, ასევე, მოთხოვნისთანავე აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მესამე სახელმწიფოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ შეძენის შესახებ.