ბოიკოტის გამოცხადების კულტურის პირობებში არცერთ თქვენგანს არ აქვს თავი ქუდში — ჯონი დეპი
ამერიკელ მსახიობს, ჯონი დეპს, ესპანურ კინოფესტივალზე კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის მთავარი ჯილდო გადასცეს. პრიზის მიღების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში მსახიობმა საკუთარი თავი "ბოიკოტის გამოცხადების კულტურის" (Cancel Culture) მსხვერპლად წარმოადგინა და განაცხადა, რომ ამ ტენდენციამ უკვე მთელი კინოინდუსტრია მოიცვა.
დეპის განცხადებები იმ შეკითხვებს მოჰყვა, რომლებიც ჟურნალისტებმა მსახიობს სან-სებასტიანის კინოფესტივალზე დაუსვეს ჰოლივუდში რეპუტაციის დაკარგვასთან დაკავშირებით.
"ძალიან რთული სიტუაციაა, მთელი ეს ბოიკოტის გამოცხადების კულტურა, ან განაჩენის ასე ნაუცბადევად გამოტანა იმაზე დაყრდნობით, რაც დაბინძურებულ ჰაერს ჰგავს", — განაცხადა 58 წლის მსახიობმა შეკითხვის პასუხად, — "ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ, შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, თავი ქუდში აღარავის არ აქვს. არცერთ თქვენგანს, მანამდე, სანამ ვინმე რამის თქმას მოისურვებს".
დეპმა ჰოლივუდის მხრიდან "ბოიკოტის გამოცხადების" შესახებ აგვისტოშიც ილაპარაკა The Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ სან-სებასტიანის კინოფესტივალის ორგანიზატორის გადაწყვეტილება, ჯონი დეპისთვისთვის ღონისძიების მთავარი ჯილდო გადაეცა, ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება არასწორ შეტყობინებას უგზავნის გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლებს. თუმცა, ფესტივალის დირექტორმა საკუთარი პოზიცია დაიცვა.
"ახლანდელ დროში, როცა სოციალურ ქსელებში ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება გავრცელებული ფენომენია, ყოველთვის დავიცავთ ორ უმთავრეს პრინციპს, რომელიც ჩვენი კულტურიდან და სამართლიდან წარმოდგება: უდანაშაულობის პრეზუმფციას და რეინტეგრაციის უფლებას", — განაცხადა სან-სებასტიანის კინოფესტივალის ხელმძღვანელმა, ხოსე ლუის რებორდინოსმა.
გასულ წელს დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდთან სასამართლო დავა წააგო. გამოცემა მსახიობს ოჯახში ძალადობაში — ყოფილ ცოლზე, ამბერ ჰერდის ფიზიკურ შეურაცხყოფაში — ადანაშაულებდა, საქმეზე მოსამართლემ კი დაასკვნა, რომ ბრალდებები "არსებითად მართალი" იყო. მარტის თვეში ბრიტანულმა სასამართლომ დეპს გადაწყვეტილების გასაჩივრების თხოვნაზე უარით უპასუხა და განაცხადა, რომ მსახიობის მცდელობა "უპერსპექტივო" იყო.
დეპი ჰერდსაც უჩივის The Washington Post-ში გამოქვეყნებული ოპ-ედის გამო, სადაც მსახიობმა ქალმა ოჯახში ძალადობაზე ღიად ილაპარაკა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 2022 წლის აპრილამდეა გადადებული.
მანამდე კი, ჯონი დეპს ერთ-ერთი წარმატებული პროექტის, Fantastic Beasts-ის ფრენჩაიზის დატოვება მოუწია. როგორც ცნობილია, მსახიობს ეს თავად კინოკომპანია Warner Bros.-ის ხელმძღვანელობამ მოსთხოვა. საბოლოოდ, სერიის მესამე ფილმში, რომელიც მომავალი წლის აპრილში გამოვა, დეპი მადს მიკელსენმა ჩაანაცვლა.
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვატერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
-
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
-
გადახედვაOn.ge-ის 5 ახალი კროსვორდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს On.ge-ის 5 ახალი კროსვორდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილს Terrence Judd-Hallé-ს ჯილდო გადაეცა გიორგი გიგაშვილს Terrence Judd-Hallé-ს ჯილდო გადაეცა
კომენტარები