ვთქვით უარი სესხზე, რომელზეც რისკი იყო, რომ არ ჩამორიცხულიყო — მინისტრის მოადგილე ევროკავშირის დახმარებაზე
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მთავრობამ იმიტომ თქვა უარი, რომ არსებობდა რისკი, EU-ს 75 მილიონიანი ტრანში არ ჩამორიცხულიყო. თუმცა კაკაურიძე ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ იმ პრიორიტეტის ფარგლებში მიიღო, რომლის მიხედვითაც საგარეო ვალი უნდა შემცირდეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტში გამართულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც კაკაურიძეს ლელოს წარმომადგენლები უსმენენ.
აქამდე მთავრობა ამტკიცებდა, რომ EU-ს მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის მოტივი მხოლოდ საგარეო ვალის შემცირების პრიორიტეტულობა იყო.
გიორგი კაკაურიძემ ვრცლად განმარტა, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები, რომელთა მიღების პირობაც კონკრეტული რეფორმების გატარებაა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, EU-ს მაკროფინანსური დახმარება სწორედ ასეთი დაბალპროცენტიანი კრედიტი იყო.
კაკაურიძის თქმით, რეფორმების დიდი ნაწილი, რომელიც მაკროფინანსური დახმარების აღებას ედო წინაპირობად, შესრულდა, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული რეფორმა არ იყო შესრულებული.
"ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები არის ყოველთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიუჯეტის გარკვეული ხარჯების დასაფინანსებლად გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ეს თანხა მოყვება რეფორმებს და ეს რეფორმები მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის.
ევროკავშირის თანხაც იყო ერთ-ერთი ის კომპონენტი, რომელიც მოყვებოდა რეფორმებს. დაახლოებით 10-12 სხვადასხვა მიმართულების რეფორმები იყო ჩამოთვლილი და ყველა მათგანი არის შესრულებული. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელზეც, ყოველ შემთხვევაში აქაური ექსპერტები თვლიან, რომ შესრულდა, რაც ეწერა ამ ხელშეკრულებაში, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები არ არის შესრულებული და შინაარსობრივად არ შეიცავდა იმ რეფორმას, რომელი რეფორმაც იგულისხმებოდა.
ევროკავშირის სესხს პირობები ნამდვილად კარგი აქვს, თუმცა არის სესხი და დასაბრუნებელია ეს თანხა. პირობების კუთხით, ბევრ სესხთან მიმართებაში უკეთესი პირობები აქვს.
როდესაც დადგა საკითხი, რომ ამ სესხის აღებას შესაძლებელია რაიმე პრობლემა შექმნოდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გვეთქვა იმ სესხზე უარი, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩამოირიცხებოდა", — განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კაკაურიძე იმასაც ამბობს, რომ ადრეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც რეფორების გაუტარებლობის გამო გარკვეული გრანტების ნაწილი ქვეყანას ვერ მიუღია.
"სამწუხაროდ, მანამდეც ყოფილა, როცა გრანტის ნაწილი ვერ მიგვიღია გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო. გრანტი შედარებით ცოტა არის, მაგრამ იყო 5 მილიონი, 7 მილიონი, გრანტი ვერ მივიღეთ — სრულად ვერ მივიღეთ გრანტები იმიტომ, რომ გარკვეული რეფორმები ვერ გატარდა და ეს, რა თქვა უნდა, არ არის კარგი არა მხოლოდ იმიტომ, რომ გრანტი დავკარგეთ, არამედ იმიტომაც, რომ ის რეფორმები ვერ მივიყვანეთ ბოლოში", — განაცხადა კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საგარეო ვალის მოცულობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთლიან ვალში საგარეო სესხების წილი დიდია და მთავრობა ცდილობს, ვალის მოცულობა შეამციროს.
"მთლიან ვალში საგარეო ვალის წილი არის 80%. საგარეო ვალის მაჩვენებელი დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის არის საკმაოდ მაღალი და ჩვენი ყველა მცდელობა უნდა იყოს იქით, რომ ეს ვალი შევამციროთ.
რაც შეეხება ევროკავშირის ნაწილზე და უშუალოდ, წლევანდელ და მომდევნო წლებში ვალის აღებაზე — ჩვენ წელსაც უკვე ხელმოწერილი დოკუმენტების ფარგლებში მოგვიწევს რაღაცებზე უარის თქმა კიდევ. მათ შორის, უკვე რატიფიცირებული დოკუმენტების ცვლილებას წარმოვადგენთ.
ეს არ ნიშნავს, რომ ახალ ვალს აღარ ავიღებთ. ჩვენ ყოველწლიურად ავიღებთ საფინანსო ინსტიტუტებიდან ვალს, როგორც კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად, ასევე ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტებისთვის", — განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კაკაურიძე განსაკუთრებით ხაზს უსვამს, რომ რეფორმებზე დაფუძნებული ხელშეკრულებები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მთავრობა მომდევნო წლებშიც წარმოადგენს მსგავსი ტიპის სასესხო ხელშეკრულებებს, რომელთა პირობებიც იქნება თითქმის იგივე, რაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ნაწილში იყო.
ევროკავშირის მაკროფინანსური მხარდაჭერის პაკეტი დაბალპროცენტიანი სესხია, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს მხარდაჭერის მიზნით გამოეყო. ის 150 მილიონ ევროს მოიცავდა და მისი ერთი ნაწილი ქვეყანამ გასული წლის ნოემბერში მიიღო. მეორე ნაწილის, 75 მილიონი ევროს მიღებას წინაპირობები ახლდა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ მემორანდუმში გაიწერა. წინაპირობების დიდი ნაწილი სასამართლოს რეფორმას ეხებოდა.
31 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა. მაშინ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი EU-ს დახმარების მიღებაზე უარის თქმის მიზეზად საგარე ვალის შემცირების აუცილებლობას ასახელებდა. ის ამბობდა, რომ მთავრობამ უკვე დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მიღების აუცილებლობა აღარ არსებობდა. ამას მოჰყვა ევროკავშირის წარმომადგენლობის სპეციალური ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა დახმარების მიღების პირობა.
მაშინ გაჩნდა მოსაზრება, რომ მთავრობა ცდილობდა მოვლენებისთვის დაესწრო და აღნიშნულ პაკეტზე ევროკავშირისთვის მანამდე ეთქვა უარი, ვიდრე ის თავად შეწყვეტდა მხარდაჭერის გაგრძელებას და უარს განაცხადებდა დარჩენილი თანხის, 75 მილიონი ევროს გადმორიცხვაზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის დღევანდელმა განცხადებამ კი პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მთავრობა განიხილავდა რისკს, რომ EU-ს 75 მილიონიანი ტრანში არ ჩაირიცხებოდა.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები