13 ოქტომბრის შეხვედრაზე შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ საქართველოსთან და დომინიკასთან კლიმატის დაცვის ორმხრივი შეთანხმებები დაამტკიცა. შეთანხმებები შვეიცარიას საშუალებას მისცემს, ამ ორ ქვეყანაში კლიმატის დაცვის პროექტებით იმაზე დიდი წვლილი შეიტანოს გლობალურად სათბურის აირების ემისიის შემცირებაში, ვიდრე ამას მხოლოდ ადგილობრივი ღონისძიებებით შეძლებდა. სახელმწიფომ მსგავსი შეთანხმებები უკვე პერუსთან, განასთან და სენეგალთანაც გააფორმა.

პარიზის კლიმატის შეთანხმების ფარგლებში შვეიცარიამ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიებს ამ ქვეყნის 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაანახევრებდა. სახელმწიფო გეგმავს, ამ მიზანს უმეტესად ქვეყანაში გატარებული ღონისძიებებით მიაღწიოს. პარიზის შეთანხმება მის მონაწილეებს იმის საშუალებასაც აძლევს, თავიანთ მიზნებს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული პროექტებითაც მიუახლოვდნენ, რაც შვეიცარიას შესაძლებლობას აძლევს, სხვა ქვეყნებში მიღწეული შემცირებული ემისიები საკუთარი ეროვნული გეგმის ნაწილად ჩათვალოს.

ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც პარიზის კლიმატის შეთანხმებაზე უნდა იცოდეთ

2020 წლის 20 ოქტომბერს შვეიცარიამ პირველ მსგავს შეთანხმებას პერუსთან მოაწერა ხელი, ასეთივე შეთანხმებები დაიდო რამდენიმე თვეში განასთან და სენეგალთანაც. მათ შეხვედრაზე 13 ოქტომბერს ფედერალურმა საბჭომ კიდევ ორი შეთანხმება დაამტკიცა საქართველოსთან და დომინიკასთან. ეს ევროპულ სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, კლიმატის დაცვის პროექტებით, საკუთრის ნაცვლად ამ ორ ქვეყანაში შეამციროს CO2-ის ემისიები.

მაგალითად, საქართველოში ამჟამად მუშავდება ენერგოეფექტიანი ნაგებობების ხელშეწყობის ეროვნული პროგრამა, Swiss Buildings Programme-ის მრავალწლიანი გამოცდილება კი ამ მხრივ სასარგებლო იქნება. დომინიკაში კლიმატის დაცვის პროექტები ორიენტირებულია კუნძულზე ტრანსპორტის ელექტრიფიკაციაზე. დამატებით, დიდი როლს ითამაშებს გეოთერმული ენერგიაც, რაც დომინიკას საშუალებას მისცემს, შეამციროს დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე, როგორებიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი.

გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების მკაცრი სტანდარტები

ამ შეთანხმებებზე ხელის მოწერით შვეიცარია ადგენს სტანდარტს საერთაშორისო კლიმატის პროექტებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ გარემოს დაცვის მკაცრ მოთხოვნებს და ადამიანების უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. შეთანხმებები ასევე მოითხოვს ორივე მხარისგან მეთოდის გამოყენებას, რომელიც ემისიების შემცირების ორმაგად გათვალისწინების პრევენციას უზრუნველყოფს. ეს პროექტები მუდმივად შემოწმდება იმაში დასარწმუნებლად, რომ ისინი დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.